ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა და ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დილის საათებში, სოფელ სვირთან მოხდა.
გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.