მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა

განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული ცოტა ხნის წინ გამოვლინდა. მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა. ჯილდოს სახით მილიონი ამერიკული დოლარიც მასვე გადაეცა. პიტერი ტაბიჩი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ათ ფინალისტს შორის ქართველი მასწავლებელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავაც იყო, რომელიც ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.

მეტი...

ნაცმოძრაობა მიხვდა, რომ სააკაშვილი მათი ყველაზე დიდი ნეგატივია – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, ლიდერების მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე კომენტარს აკეთებს. დეპუტატი თვლის, რომ ნაცმოძრაობამ სწორი რაკურსი აიღო, როდესაც საკუთარი მმართველობა შევარდნაძის პერიოდს და არა დღევანდელ ხელისუფლებას შეადარა.  დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ უკვე საკუთარმა პარტიამაც უთხრა უარი. „დღეს, როდესაც ნაცმოძრაობას ვუსმენდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 15 წლით უკან გადავინაცვლეთ. პარტიის ლიდერები სწორად იქცეოდნენ, როდესაც შედარებას ძირითადად წინა ხელისუფლებასთან და არა დღევანდელ მმართველ გუნდთან აკეთებდნენ. ოღონდ, მთავარი დაავიწყდათ, ყველა იმ წარმატების უკან, რითაც ისინი დღეს ამაყობდენენ, ბიძინა ივანიშვილი იდგა. სწორედ მათ მიერ წოდებული…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი საქართველოს ესტუმრა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. ის საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა. ნატო-ს გენერალური მდივანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის წევრებს შეხვდება. იენს სტოლტენბერგი ოფიციალურ შეხვედრებს დედაქალაში ხვალ, 25 მარტს გამართავს.

მეტი...

როდის დაიწყოს საქმე ან არ დაიწყოს, პროკურატურა განსაზღვრავს- მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე

“პროკურატურას რომ ვთხოვო, არ გამისაჯაროვო, ან დღეს არ დამიძახო პროკურატურაში და დღეს არ დაიწყო გამოძიება-მეთქი, პროკურატურასთან მორიგება პროცესის წარმართვაზე არ არის შესაძლებელი”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა „ფორბსის კვირაში“, ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურის დასმული კითხვები, ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესთან კავშირში არ არის. „პროკურატურას აქვს თავისი საქმე და თავისი პასუხისმგებლობა და ჩემ მიმართაც რომ იყოს კითხვა დასმული და მე პროკურატურას ვთხოვო, არ გამისაჯაროვო ან დღეს არ დამიძახო პროკურატურაში და დღეს არ დაიწყო გამოძიება, ხვალ დაიწყე-მეთქი, პროკურატურასთან მორიგება პროცესის…

მეტი...

არის მცდელობა, რომ ანაკლიის პორტი და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუკავშირონ – მაია ცქიტიშვილი

“არის მცდელობა იმისა, წარმოვაჩინოთ თითქოს მამუკა ხაზარაძე ტოლია ანაკლიის პროექტის, რაც არ არის სწორი. მთელი პათოსი მისი და კონსორციუმის მხრიდან მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში ტრიბუნაზე დგომა”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა „ფორბსის კვირაში“ განაცხადა, სადაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა. მისი თქმით, ხაზარაძისა და ანაკლიის პროექტის ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობა თვითონ მამუკა ხაზარაძის მხრიდან არსებობს, ხოლო რაც შეეხება ბიზნესმენის წერილს, რომელიც მან თითქოს ცქიტიშვილს შეხვედრის მოთხოვნით გაუგზავნა, მინისტრი აღნიშნავს, რომ ასეთი წერილი მას არ მიუღია. „მცდელობა არის იმისა,…

მეტი...

“გლობალურ ჯილდოს ხუთეულის ფორმატი არ გააჩნია” – ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავა ხუთეულშია, სიცრუეა

ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულში მოხვდა, სიცრუეა, – აღნიშნულის შესახებ სპეციალურ განცხადებას, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულში არ მოხვედრილა, რადგან Global Teacher Prize-ს მხოლოდ ფინალური ათეული აქვს. “სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია გლობალური ჯილდოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თითქოს, გამოიკვეთა საუკეთესო ხუთეული. ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და გლობალურ ჯილდოს ასეთი ფორმატი ხუთეული საერთოდ არ გააჩნია. უახლესი და ამომწურავი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ჩვენ გვერდს,”- აღნიშნულია განცხადებაში. “მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც…

მეტი...

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული რ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში ყოფილი მეუღლეს – ზ.შ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული მ.ი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1967 წელს დაბადებულ შ. კ.-ს. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის…

მეტი...

დღეს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

დღეს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს. 25 მარტს, ორშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) მოინახულებს.

მეტი...