“პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია” – მარინა ენდელაძე

საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია და მას გართულებები არ აღენიშნება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებიც ვირუსის ნიშნებით ინფექციურ კლინიკაში არიან შეყვანილები, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ მათი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 18 პაციენტია მოთავსებული.

დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი პაციენტი შეიყვანეს, მათი ნაწილი საქართველოში მილანის რეისით ჩამოფრინდა. პაციენტებს კვლევები ჩაუტარდათ, პასუხების ნაწილი დღესვე იქნება ცნობილი. 

მსგავსი თემები