კომპანია “სვეტის” მიერ მოტყუებული ემიგრანტები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ  

სამშენებლო კომპანია „სვეტის” დაზარალებულები თბილისის მერ, კახა კალაძესთან შეხვედრას და “სვეტის” სხვა სამშენებლო კომპანიით ჩანაცვლებას მოითხოვენ. მენაშენეებს მეოთხე დღეა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კომპანიის ოფისი უკავიათ და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შიმშილობენ. ​1000-ზე მეტი დაზარალებული კომპანიას 300 მილიონ ლარზე მეტ თანხას ედავება. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ერთ-ერთმა დაზარალებულმა, თამარ ურუშაძემ განუცხადა, კომპანიის კლიენტები ძირითადად ემიგრანტები არიან, რომლებიც ვერ ახერხებდნენ საქართველოში ჩამოსვლას. ამით ისარგებლა კომპანიის ხელმძღვანელობამ და ისინი მოატყუა. დაზარალებულები არ გამორიცხავენ, რომ ეს აფიორული სქემა კომპანიის მესვეურებს თავიდანვე ჰქონდა გააზრებული და დაგეგმილი. “უკვე რამდენიმე დღეა გავერთიანდით და ვშიმშილობთ. იმის ნაცვლად, რომ ახლა დასრულებულ კორპუსში ვცხოვრობდეთ, გვაქვს…

მეტი...

პრობლემა რეგულირებადია, დაპირისპირების გაღრმავების საშიშროება არ არსებობს – გუბერნატორი გუდაურის ინციდენტზე 

​გუდაურში, კერძოდ სოფელ ბიდარაში, ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, სახელმწიფოს რწმუნებული – გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლევან ზაუტაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ პრობლემა რეგულირებადია და დაპირისპირების გაღრმავების საშიშროება არ არსებობს. როგორც გუბერნატორმა მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, პარაპლანისტებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა კონკრეტული ტერიტორია, კერძოდ, პარაპლანით ფრენის განსახორციელებელი სივრცე, სადაც სხვადასხვა ბილიკიდან აფრენილი პარაპლანისტები ბუნებრივად  ხვდებიან. ​ ​ლევან ზაუტაშვილი შეხვდა კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობა ურჩია. “ჩემი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი იყო მფრინავებს შორის გაუგებრობა. ზარი შევიდა “112” – ში და პოლიციის მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება. დაკავებულია რამდენიმე პირი. როგორც…

მეტი...