უნიკალური არქიტექტურის მქონე დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს

  სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს. უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კაპიტალურად გამაგრდა სასახლის კონსტრუქციული სეგმენტები; შენობა მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯარა. ისტორიულ შენობაში მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები. სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 მლნ ლარია. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. ​ როგორც მედიაცენტრ “მთავარს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდგომ, ნიკო დადიანის სასახლის ინტერიერში ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაიდებს ბინას. სასახლეში გამოიფინება ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული – XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული…

მეტი...