დიახ, საქართველოც იქ არის, სადაც მთელი მსოფლიოა თავმოყრილი – ეკა გულუა პეკინიდან

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საერთაშორისო გამოფენა იმართება, სადაც მთელი მსოფლიოა წარმოდგენლი. ეს არის უზარმაზარი სივრცე, ჰექტრობით ტერიტორია, ძველი ქარხნის ფართობი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში გაცოცხლდა. აქ წარმოდგენილია ყველა ქვეყანა საკუთარი ბრენდებით, საკუთარი ნაწარმითა და იმით, რაც ყველაზე საამაყო აქვთ. „მედიაცენტრ მთავარს“ შესაძლებლობა მიეცა და სწორედ იქ მოხვდა, სადაც მსოფლიო ბრენდები არიან წარმოდგენილები. უზარმაზარი ასობით პავილიონი, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს, თითქმის ყველა სფეროს მოიცავს – ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი, ღვინო, ტექნიკა, მანქანები, აპარატურა, მოკლედ, ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. ჩემთვის ვფიქრობდი, რა საამაყო იქნებოდა, რომ აქ, ამ სივრცეში, მსოფლიო ბრენდებთან ერთად ქართული…

მეტი...

ჩინური ტრადიციული მედიცინა, ჩინური ნემსები და ცეკვის თერაპია – რეპორტაჟი პეკინიდან

ნემსების ისე მეშინოდა, შორიდან რომ მენახა ცუდად ვხდებოდი. დღეს კი ის მოხდა, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი. ჩინური ნემსები საკუთარი სურვილით და საკუთარი ხელითაც კი „ჩავირჭვე“. დღეს ჩინეთის ტრადიციული მედიცინის ცენტრმა გვიმასპინძლა, სადაც მკურნალობის ჩინური ტრადიციული მეთოდები გაგვაცნეს და პრაქტიკაც ჩაგვიტარეს. ცენტრში მხოლოდ  ტრადიციული მეთოდებით მკურნალობენ. როგორიცაა ე.წ. ცნობილი ჩინური ნემსები,  რომელიც სხეულის სხვადასხვა ადგილებში წერტილოვნად მაგრდება. გააჩნია რა პრობლემა გაწუხებს, ნემსებიც მის შესაფერისად თავსდება კანქვეშ. ასევე, სპეციალური წერტილოვანი და უამრავი სახის მასაჟი, ადგილობრივი ბალახებით თერაპია,  ცეკვის სპეციალური ილეთები, რომელიც სხვადასხვა პრობლემას კურნავს და სხვა.  დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში.   ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

76% ინტერნეტზეა გადასული, წიგნებს, კითხვას და ტელევიზიას აუდიტორია არ ჰყავს

თანამედროვე რეალობაში, ჩინეთის მოსახლეობას ერთ-ერთი უდიდესი ადგილი უკავია, სადაც ყველაფერი გაციფრულებულია. აქ მოსახლეობის 76% ინტერნეტმოხმარებაზეა გადასული. როგორც ჩინეთის უნივერსიტეტის პროფესორმა ზაო ჰანგ ჰაუმ ლექცაზე აგვიხსნა, ამ ეპოქაში ყველაზე მეტად მოხუცებს უჭირთ. „ჩინეთში მისახლეობის 76% ინტერნეტის მომხმარებელია. წიგნებს და გაზეთებს არავინ კითხულობს და არც ტელევიზორს უყურებენ. კითხვას და ვიზუალს აუდიტორია არ ჰყავს. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, გარდა ამისა, ყველაფერი ინტერნეტზეა გადასული, ვაჭრობიდან დაწყებული, ნებისიერი სერვისით დამთავრებული. მაღაზიებში არავინ დადის. ძალიან უჭირთ მოხუცებს, რადგანაც ისინი თანამედროვე რეალობას ვერ ეწყობიან, მათთვის ინტერნეტი და მისი მოხმარება ხელმიუწვდომელია“ – გვითხრა პროფესორმა. ამიტომ, ჟურნალისტებიც ძირითადად ბლოგერობას და…

მეტი...

ქართული რემიქსი ჩინელებთან ერთად – როგორ ერთობიან ბებო-ბაბუები პეკინში?! (ვიდეო)

დილის 7:00 საათზე, სახლთან ახლოს, პეკინის პარკში სავარჯიშოდ გამოვედი. იმდენად საინტერესო სანახაობას გადავეყარე, მშვენივრად  გავერთე ჩინელ ბებო-ბაბუენთან ერთად. ეკა  გულუა პეკინიდან  

მეტი...

ჩინეთის ეროვნული ნაკრძალი და ველური იხვის ტბა (ვიდეო)

ჩინეთში, კერძოდ კი პეკინის ჩრდილოეთით ბადალინგის დიდი კედლის ძირში, პეკინის იეიაჰუს (ველური იხვის ტბა) მდებარეობს. „მედიაცენტრი მთავარი“ 283,4 ჰექტარზე გაშენებულ პარკსაც ესტუმრა, თუმცა, ველური ბინადრები ვერ დავაფიქსირეთ. ეს არის ყველაზე დიდი ჭარბტენიანი ბუნებრივი ნაკრძალი ჩრდილოეთ ჩინეთში და ერთ-ერთი რამდენიმე ჭაობის ფრინველთა რეზერვიდან. როგორც ამბობენ, ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის ეს იდეალური ადგილია გარეული იხვების სხვადასხვა სახეობის ახლო მანძილზე დაკვირვებისთვის. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

მილიონიდან 400 000-მდე მუშა მშენებლობაზე დაიღუპა – როგორ შენდებოდა ჩინეთის კედელი?! – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

22 000  კილომეტრიანი ჩინეთის კედელი ტურისტებს ვერ იტევს. წელიწადში აქ მილიონი მნახველი ჩამოდის. ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა კი რომელიც ერთ დღეში დაფიქსირდა, 100 000-ია. რატომ აშენდა ჩინეთის კედელი, რა დანიშნუება ჰქონდა მას, რამდენი ადამიანი აშენებდა და რა ბედი ეწიათ მშენებლობისას დაღუპულებს? – ერთად ვიმოგზაუროთ ჩინეთის კედლის გარეშემო და ვნახოთ რა ხდება აქ. ჩინეთის დიდი კედლის აშენება დაკავშირებულია იმპერატორ ცინ ში ჰუანგისთან ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში და ჩანაფიქრი იყო  ბარბაროსთა მომთაბარეების შემოსევების აღკვეთა. რატომ არის ჩინეთის კედელი ასე მნიშვნელოვანი? ჩინეთის დიდი კედელი აშენდა ჩინეთის ჩრდილოეთით მომთაბარე ტომების მტრის თავდასხმისგან თავდასაცავად. ის ასევე…

მეტი...

ჩინეთის კედლის მშენებლობისას 400 000-მდე მუშა დაიღუპა, რომელთა დიდი ნაწილი კედელში დამარხეს – მოგზაურობა პეკინში (ვიდეო)

22 000 კილომეტრიანი ჩინეთის კედელი ტურისტებს ვერ იტევს. წელიწადში აქ მილიონი მნახველი ჩამოდის. ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა კი, რომელიც ერთ დღეში დაფიქსირდა, 100 000-ია. რატომ აშენდა ჩინეთის კედელი, რა დანიშნულება ჰქონდა მას, რამდენი ადამიანი აშენებდა და რა ბედი ეწიათ მშენებლობისას დაღუპულებს? – ერთად ვიმოგზაუროთ ჩინეთის კედლის გარეშემო და ვნახოთ რა ხდება აქ. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

როგორია კინო ჩინეთში და პრემიერა – „მოხეტიალე დედამიწა 2“ – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან

პეკინის კინოსტუდია „სინიტი“-ში, დღეს ფილმის „მოხეტიალე დედამიწა 2“-ის პრემიერას დავესწარი, რომელიც სპეციალურად უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართა. ფილმი საკმაოდ ემოციური იყო, თუმცა, არანაკლებ ემოციური იყო როგორ დაგვხვდნენ და დაგვასაჩუქრეს მასპიძლებმა. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

ყველაფერი თქვენთვის, ვინც ჩინეთში წასვლაზე ოცნებობთ – ეკა გულუას ბლოგი პეკინიდან

პეკინში თითქმის ერთთვიანი მოგზაურობის პერიოდში იმდენი კითხვა და შტყობინება მომდის  ჩინეთში წასვლის მსურველებისაგან, გადავწყვიტე  ბლოგი დამეწერა და ამეხსნა აქ რა არის დადებითი და რა ნეგატიური. ჩემი ყოველდღიური რეპორტაჟების შემდეგ, რომელიც „მედიაცენტრ მთავარის“ (www.mcm.ge) გვერდზე რუბრიკაში – „ამბები ჩინეთიდან“ ქვეყნდება, საკმაო ბევრი ინფორმაცია გადმოგეცით, თუმცა, აქ ყველაფერი ისე ლამაზად და გაბრწყინებულად არ არის, როგორც სიუჟეტებშია. აქ ვიმყოფები ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის ხელისუფლების მიწვევით. შესაბამისად, ვცხოვრობ პეკინის ცენტრში დიპლომატების დასახლებაში, საუკეთესო ადგილას და საუკეთესო პირობებით. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ვართ თითო წარმომადგენელი, ყველას საკუთარი აპარტამენტი გვაქვს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ყველა აქ…

მეტი...

დიასახლისი რობოტი პეკინის სავაჭრო ცენტრში მუშაობს (ვიდეო)

ეს დიასახლისი რობოტი ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადავიღე. აქ ყველაფერი თითქმის რობოტებზეა აწყობილი.  

მეტი...

ქართული ღვინო ჩინეთის რუსულ მაღაზიაში იყიდება, როგორია ფასი – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

პეკინის ცენტრში, დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ორი რუსული მაღაზია „იურა“ მდებარეობს, სადაც ქართული ღვინო იყიდება. აქ წავაწყდი სხვადასხვა დასახელების ღვინოს, რომლის ფასი, ერთი ბოთლი, 20-დან 60-დოლარამდე ღირს. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

ჩაოიანგის ურბანული დაგეგმარების მუზეუმი – “მედიაცენტრი მთავარი” ჩინეთიდან

ჩაოიანგის ოლქი პეკინის ყველაზე დასახლებული ნაწილია და თავად ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაახლოებით 50%-ს შეადგენს. ეს არის ჩინეთის დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი, სადაც მდებარეობს ყველა უცხოური საელჩო გარდა ერთისა – რუსეთი.  

მეტი...

ყველაზე ძვირი ჩაი მსოფლიოში 785 დოლარი ღირს

ეს არის შავი, ჩინური  ჩაის ყველაზე ძველი სახეობა, რომელიც 357 გრამს იწონის და მისი ფასი 785 დოლრია. მას წრიული ფორმა აქვს, პატარა ნატეხებად აქუცმაცებენ და ისე მოიხმარენ. რატომ ფასობს ასე შავი ჩაი, “მედიაცენტრ მთავარის” სიუჟეტში გაიგებთ. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

როგორ გადაკეთდა სამედიცინო აღჭურვილობის ქარხანა თანამედროვე სივრცედ – რეპორტაჟი პეკინიდან (ვიდეო)

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს მოგზაურობას ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ძველისა და ახლის შერწყმას. კერძოდ, როგორი სახე მიიღო სამედიცინო აღჭურვილობის მიტოვებულმა ქარხანამ თანამედროვე რეალობაში, ვიმოგზაუროთ ერთად. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

ჩინეთი გლობალური განვითარების ინიციატივის განსახორციელებლად 10 მილიარდი აშშ დოლარს გამოყოფს

„ჩინეთი, რომელსაც აქვს იგივე გამოცდილება, როგორც განვითარებად ქვეყნებს, იყო, რჩება და იქნება განვითარებად მსოფლიოს შორის. ჩემი გლობალური განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიო საზოგადოების გაერთიანებასა და განვითარებას“- ეს სიტყვები ჩინეთი პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც მან იოჰანესბურგში,  მსოფლიო ეკონომიკის ჯგუფის ლიდერების დიალოგზე (BRICS) გააკეთა და რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი, სერგეი ლავროვოც ესწრებოდა. როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, სხვადასხვა კონტინეტზე ჩინეთი 200-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. „განვითარების პრიორიტეტულ ამოცანად განვიხილავთ  კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. ჩინეთმა შექმნა 4 მილიარდი დოლარის გლობალური განვითარებისა და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფონდი. ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები გლობალური განვითარების ინიციატივის განსახორციელებლად 10 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას…

მეტი...

ტექნოლოგიური საოცრება – 2023 წლის ვიდეო და ყველანაირი ტელე ტექნიკის გამოფენა პეკინში (ვიდეო)

პეკინში 2023 წლის ფოტო-ვიდეო აპარატურის, ხმის ჩამწერი თუ ტელე სტუდიების გამოფენა იმართება, სადაც „მედიაცენტრი მთავარიც“ იმყოფებოდა. რაც ვნახეთ, ეს არის ტექნოლოგიური საოცრება.  

მეტი...

როგორია პეკინის ყველაზე ძვირადღირებული დიპლომატიური დასახლება – „მედიაცენტრი მთავარი“ ჩინეთიდან

ამ ვიდეოსიუჟეტში გაგაცნობთ პეკინში დახურულ ე.წ. დიპლომატიურ დასახლებას და მოკლედ მოგიყვებით, რა ხდება აქ.

მეტი...

სტუდია და საინფორმაციო სააგენტო „მარსზე“ – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

ჩინეთის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“, რომელსაც საკუთარი სტუდიაც გააჩნია, სადაც სცენარებს, სიუჟეტებს, ვიდეორგოლებს იღებენ. ეს არის მულტიფუნქციური სტუდია, სადაც ეფექტების გამოყენებით, შესაძლებელია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აღმოჩნდეთ. აქვე საინფორმაციო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა სააგენტოსთან თანამშრომლობს. 150 000-ზე მეტ ქვეყანას თუ რეგიონს ფარავენ. 191 ინსტრუმენტს იყენებენ იმისთვის, რომ მოხდეს ინფორმაციის რედაქტირება და ინფორმაციის მოპოვება. ეს ინსტრუმენტები ნებისმიერ შეცდომას გამორიცხავენ. აი, მაგალითად, საქართველოდან კონკრეტული ქუჩა და კონკრეტული გვარის ადამიანი რომ ახსენო და გვარი ან ქუჩის დასახელება შეგეშალოს, ამ ინსტრუმენტების გამოყენებით კორექტირება ავტომატურად ხდება. ელემენტარულ შეცდომასაც კი წამებში იპოვის. მთლიანად პეკინის ცენტრალურ ოფისში…

მეტი...

სპორტსმენი და მშენებარე რობოტები – „მედიაცენტრი მთავარის“ ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

რობოტები მალე სპორტულ სამყაროსაც დაიპყრობენ. სპორტსმენ რობოტებს კალათბურთის თამაშიც შეუძლიათ, მაგიდის ჩოგბურთიც იციან, ფეხბურთიც და თითქმის ყველა მიმართულებით ეჯიბრებიან ადამიანებს. რაც შეეხება მშენებარე რობოტებს, ისინი უკვე აქტიურად არიან „დასაქმებულები“ მშენებლობაში.

მეტი...

ქალების ნაკლებობის გამო, ჩინელი მამაკაცები გოგონებს ვიეტნამში ყიდულობდნენ – რა ხდება დღეს? – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან

ჩინეთში ქალებისა და კაცების დისბალანსია. კაცები მოსახლეობის 51.24%-ს წარმოადგენენ, ქალები კი 48.76%-ს. შესაბამისად, როგორც პროფესორი ტაი ამბობს, აქ  ბევრი კაცია დაუქორწინებელი. წლების წინ კი ამ პრობლემას ქალების სხვა ქვეყანაში ყიდვით ჭრიდნენ. კერძოდ, გოგონებს ვიეტნამში ყიდულობენ და ჩინეთში ჩამოჰყავდათ.  

მეტი...

ქირურგი რობოტები და ოპერაცია რობოტების დახმარებით  – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს თემატურ რეპორტაჟებსა და ვიდეორგოლებს პეკინიდან. ამჯერად წარმოგიდგეთ სამედიცინო რობოტებს, რომლებიც ოპერაციასაც აკეთებენ და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, არ არსებობს ფუნქცია, რომლის შესრულება ადამიან, თუ სხვა სახის რობოტს არ შეუძლია. ეს ყველაფერი კი გადავიღე პეკინში, სადაც 22 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოს 2023 წლის რობოტების კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე კი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით მოვხვდი. რობოტექნიკის ინდუსტრია საოცარი სანახაობაა. მთელი მსოფლიო აქ არს წარმოდგენილი. მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაღალი დონის მეცნიერები და ცნობილი სახეები. გამოფენა კი სხვადასხვა პავილიონში 45 000 კვადრატულ ფართობზე იმართება. ეკა…

მეტი...

რობოტი ადამიანები – ,,მედიაცენტრი მთავარი” პეკინიდან

პეკინში მსოფლიო რობოტების 2023 წლის კონფერენცია-გამოფენა იმართება, სადაც წარმოდგენილია ყველა სახის რობოტი, რაც კი მსოფლიოში არსებობს. ,,მედიაცენტი მთავარი” პეკინიდან ვიდეოკადრებს თემატურად წარმოგიდგენთ. ამჯერად კი ეს არის საოფისე რობოტები, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.

მეტი...

„სავსებით შესაძლებელია საქართველო გახდეს ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი ჰაბი“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

  „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველთვის ცენტრალურ როლს ასრულებდა. ბოლო წლებში, ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო და მთავარი საექსპორტო პარტნიორის პოზიციას ინარჩუნებს“ – აცხადებს  ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი  „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.     „მედიაცენტრი მთავარი“: საქართველო-ჩინეთის  ურთიერთობა შეიძლება ითქვას, რომ ახალ განზომილებაში გადადის. ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. რა ახალი გზები და პარტნიორული ურთიერთობები ყალიბდება საქართველო-ჩინეთს შორის? ჭოუ ციენი: 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში…

მეტი...

„შუა დერეფანს“ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს “ – ჩენგ იკუნი „მედიაცენტრ მთავართან“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ეკა გულუა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჩენგ იკუნს შეხვდა. როგორც ჩინელმა დიპლომატმა „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო-ჩინეთს შორის ახალი ურთერთობები იწყება და ეს საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტმაც დაადასტურა. „მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო ჩენგ, მინდა კავკასიის თემაზე გკითხოთ. კონკრეტულად, ახალი ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ზოგადად, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩინეთისა და კავკასიის თანამშრომლობაზე.    საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს. ჩინური კომპანიებიც აქტიურად ერთვებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საქართველოს პრემიერის ვიზიტისას თანამშრომლობის ახალი ეტაპები განიხილეთ.  სად და როგორ ხედავთ საქართველოს როლს?…

მეტი...

დრამების წარმოდგენა პეკინში (ვიდეო)

სამრეკლო და დრამის კოშკი პეკინში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას მდებარეობს. მას პეკინის ცენტრალურ ღერძს უწოდებენ, რომელიც იუანის დინასტიის დროს აშენდა. სამრეკლო და დოლის კოშკი საზოგადოებისთვის 1980-იან წლებში გაიხსნა და ახლა პოპულარული ტურისტული ადგილებია დედაქალაქში. დრამის კოშკის სიმაღლე დაახლოებით 47 მეტრია. სამრეკლო კიდევ უფრო მაღალი. კოშკის ბოლო სართულზე უზარმაზარი სივრცეა, სადაც უზარმაზარი დრამებია გამოფენილი. „დრამების წარმოდგენა“ კი დღეში რამდენჯერმე იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. დრამზე დამკვრელები გამოდიან და წარმოდგენას მართავენ. ამ სანახაობის ფასი 20 იუანია, რაც დაახლოებით 8.00 ლარია.

მეტი...