ბათუმის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

3 წელი გავიდა ბათუმის ტრაგედიიდან.  2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი.  

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები ურაინის გუნდთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთში იკრიბება. გუნდი ერთა ლიგის შეხვედრისთვის ემზადება, სადაც საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩი პოზნანში, 11 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრებს, 2 ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. უკრაინამ 2-ვე მატჩი დათმო და, 0 ქულით, ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხზე, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.  

მეტი...

„გახსოვთ, იყო „შალიკოს ფანჩატური“, დღეს გვაქვს „სალომეს ფანჩატური“- კახა კალაძე

“მივესალმები იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს” – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის,  განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა. როგორც მერმა განაცხადა, საზოგადოებას მსგავსი „ფანჩატური“ ბევრი უნახავს, მაგრამ მთავარია, ვინ არიან მისი წარმომადგენლები. „გახსოვთ, იყო „შალიკოს ფანჩატური“, დღეს გვაქვს „სალომეს ფანჩატური“. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ ფანჩატურებს, მთავარია შიგთავსი რა არის და ვინ არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები. მისასალმებელია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ უმრავლესობას იზეიმებს”,-განაცხადა კალაძემ.

მეტი...

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს-არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს – დაშავდა 16 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალების იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. სინეგუბოვის ცნობით, დაშავებულთაგან 7 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს ექიმებმა სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მეტი...

აშშ-ში, სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ავიაკატასტროფის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევის გამო, სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის, Air Evac Lifeteam-ის ცნობით, ავიაკატასტროფის დროს ეკიპაჟი სასწრაფო გამოძახებაზე მიფრინავდა. აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.

მეტი...

,,თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, 15 დღეში ომი დასრულდება და პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს” – ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გადარჩება რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბურ ომში. „თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, 15 დღეში ომი დასრულდება და პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს“, – აღნიშნა ბორელმა. ბორელი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ „როდესაც დრო მოვა“ სამშვიდობო მოლაპარაკებები წარიმართოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ხელსაყრელი პირობებით.

მეტი...

რას ჰყვება თვითმხილველი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა. ,,ზაქარაიაზე მოხდა ეს ყველაფერი. მანდ გავდიოდი ზუსტად ეს ამბავი რომ მოხდა. ველოსიპედით მოდიოდა ბავშვი დაღმართზე, ძალიან ჩქარა. სასწრაფომ ვერ უშველა. ერთი 10-15 წთ ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ. ისეთი საშინელი სურათი იყო. ყველანი ვიყავით გადმოსულები მანქანიდან და ვტიროდით”, – წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე გავხდებით” – ოქრიაშვილი

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე გავხდებით”, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სიის მე-11 ნომერი კახა ოქრიაშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ხელახლა იწყებს: „ოცნებამ“ არჩევნების წინ ახალი თემა გამოაცხო, უფრო სწორად „გააცოცხლა“ – პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თურმე, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამიტომ იმპიჩმენტი უნდა მოუწყონ, ვითომ ეყრდნობიან კონსტიტუციას და ამ სიტყვასაც ხშირ-ხშირად ახსენებენ. პირადად მე კობახიძის დაწერილი ანტიდემოკრატიული კონსტიტუცია არ მაინტერესებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე…

მეტი...

20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური სახალხო მსვლელობა გაიმართება

საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად 20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური სახალხო მსვლელობა გაიმართება, რომელიც კოალიციამ ,,ჩემი ხმა ევროკავშირს” დააანონსა. არჩევნებამდე 6 დღით ადრე, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ მათი არჩევანი სწორედ ევროპაა. ,,მომავალი არჩევნები ნამდვილად არის რეფერენდუმის ძალის მნიშვნელობის, სადაც მოქალაქეები დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს, უნდათ მათ ევროპისკენ სვლა, თუ დარჩება საქართველო რუსული გავლენის ქვეშ. შესაბამისად ამ მარშის მიზანი იქნება ის, რომ დავაფიქსიროთ კიდევ ერთხელ საქართველოს მოქალაქეებმა, ასევე მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგონოთ,რომ საქართველოში ამ ქვეყნის მოსახლეობა, მისი უმრავლესობა ირჩევს ევროპას”, – ამბობს ნინო ლომჯარია მარშის გამართვის ზუსტი დრო და ადგილი…

მეტი...

ყაზბეგში მყინვარწვერზე ორი რუსი მთამსვლელი დაიღუპა

ყაზბეგში, მყინვარწვერზე ორი მთამსვლელი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები მთაზე თოკებიდან მოწყდნენ. ცხედრები სამაშველო სამსახურის ვერტმფრენით გადმოასვენეს. შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა.

მეტი...

მარტვილში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს შეეჯახა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს შეეჯახა. დაშავდა ორი ქალი, რომლებიც მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს მესამე ქალიც, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები არ აქვს. ძლიერი წვიმის და სველი გზის საფარის გამო, სავარაუდოდ მანქანა მოცურდა, რამაც ავარია გამოიწვია. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

პრეზიდენტთან ოპოზიციის დახურული კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ გაერთიანებებთან დახურულ კონსულტაციებს განაგრძობს. დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სავარაუდოდ 2 საათზე კოალიცია ,,ძლიერი საქართველოსთვის” ლიდერები მივლენ, ამის შემდეგ კი ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია როდის მივლენ პრეზიდენტთან გახარიას გუნდის წარმომადგენლები. კონსულტაციები ზურაბიშვილმა გუშინ ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებთან შეხვედრით დაიწყო. მოლაპარაკებების მთავარი თემა იმ გარდამავალი მთავრობის ფორმირებაა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ,,ქართული ქარტიით” გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაზე.

მეტი...

,,სადიგოვი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, არის კონტაქტური, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა” – ადვოკატები

„უფლებები საქართველოს“ იურისტებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ციხის საავადმყოფოში მოინახულეს. მათი თქმით, სადიგოვი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, არის კონტაქტური, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ, რომ აფგან სადიგოვმა შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში. სადიგოვი, ციხის ადმინისტრაციამ გუშინ პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანა.

მეტი...

ტრამპის აზრით, არჩევნები აშშ-ში ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპის აზრით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მისი თქმით, თუ არჩევნებში მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა გაიმარჯვა, ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი იქნება. „თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, მე ამის მჯერა. ვფიქრობ, თქვენც გჯერათ. თუ ჩვენ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ, ამას ყველაფერში დიდი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ტრამპმა. გამოცემა აღნიშნავს, რომ 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასის“ წევრების ისრაელში შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით ტრამპმა და ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანია შეაჩერეს. ტრამპმა მორიგ ჯერზე დაადანაშაულა „დემოკრატების“ ადმინისტრაცია იმაში, რაც ერთი წლის წინ ისრაელში მოხდა.…

მეტი...

ანექსირებულ ყირიმში, ნავთობსაცავში რუსები ხანძარს ვერ აქრობენ – მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია

რუსეთის მიერ დანიშნული ,,ხელმძღვანელის” იგორ ტკაჩენკოს ცნობით, ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში, სადაც ნავთობბაზა უკვე მეორე დღეა იწვის, ევაკუაცია გახდა საჭირო. ნავთობტერმინალის მიმდებარედ მცხოვრები 1000-ზე მეტი ადგილობრივი დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს. ,,შემთხვევის ადგილის მახლობლად მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის – ჩერნომორსკაიას სანაპიროზე და კამიშის მახლობლად, განხორციელდა 1047 ადამიანის დროებითი ევაკუაცია დროებითი განსახლების ცენტრებში,” – წერს ტკაჩენკო Telegram არხზე. მისი თქმით, ხანძრის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ. ფეოდოსიაში ნავთობის საცავს, ორშაბათს გამთენიისას, სავარაუდოდ, უკრაინული თვითმფრინავის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ფართობმა ათას კვადრატულ მეტრს გადააჭარბა.

მეტი...

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სამშობლოში დაბრუნდა

ქართველი მოკრივე რომან დოლიძე სამშობლოში დაბრუნდა. ის, დღეს დილით, ბათუმის აეროპორტში ჩამოფრინდა. მას აეროპორტში ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. რომან დოლიძემ კევუნ ჰოლანდთან ბრძოლაზე ისაუბრა, თქვა, რომ ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა მოახერხა მისი დამარცხება ტექნიკური ნოკაუტით. მან ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შეეცდება, დეკემბერში დაგეგმილ ბრძოლაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვოს.

მეტი...

დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე? – რას ამბობს მამა საბა ჭიკაიძე

განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე? – ამ კითხვას, მამა საბა ჭიკაიძე პასუხობს. „მოდით ჯერ გავმიჯნოთ, ის ნაწილი გარდაცვლილი ადამიანებისა, ვინ მართლდება ღვთის წინაშე და ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ, თავიანთი არასწორი არჩევანის გამო, ვერ მართლდება და ჯოჯოხეთში ხვდებიან. ადამიანებს, რომლებიც ღვთის წინაშე ვერ მართლდებიან, თავიანთი ახლობლებისთვის, მაინცდამაინც არ სცალიათ. ხოლო ადამიანები, ვინც ღვთის წინაშე მართლდებიან, ისინი ქრისტეს მსგავსნი ხდებიან, მისი სული ქრისტეს მსგავსია და მათ, რა თქმა უნდა, ხედვის უნარიც აქვთ. ისინი აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება, მათ ხორციელ ნათესავებს, ახლობლებს. მათ სულში არის ხორციელი თანადგომა და ტკივილი”,…

მეტი...

თბილისში უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა

თბილისში უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  არსებული ინფორმაციით, მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა.

მეტი...

,,დამოუკიდებელი მედიის პირადი საქმეა, რა წესებს მიჰყვება” – ჰერჩინსკი

,,დამოუკიდებელი მედიის პირადი საქმეა, რა წესებს მიჰყვება”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ,,ქართული ოცნების” მოთხოვნაზე, კრიტიკული მედიის ეთერში მისი პროპაგანდისტული საარჩევნო ვიდეორგოლის გასვლასთან დაკავშირებით.  ,,ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რადგან ეს არის დემოკრატიული სისტემის წინაპირობა. მედიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სურს და რა არ სურს, რა განცხადებებს ეთანხმება რა რას არ ეთანხმება. დამოუკიდებელი მედიის პირადი საქმეა, რა წესებს მიჰყვება”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მეტი...

აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ავრცელებს. მათი თქმით, უკანონოდ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ,,როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი. არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ. ამ საქმეზე უფრო დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით საზოგადოებას და მედიას”, – წერს მიქელაძე.…

მეტი...

,,უახლოეს მომავალში წარვუდგენთ გამარჯვების გეგმას ყველას, ვისაც შეუძლია, გაგვაძლიეროს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში” – ზელენსკი

,,უახლოეს მომავალში, უკრაინა წარუდგენს თავის გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ,,დღეს შევთანხმდი მოლაპარაკებების განრიგზე ერთი კვირის განმავლობაში. ეს არის შეხვედრები, მოლაპარაკებები ბევრ პარტნიორთან. ჩვენ წარვუდგენთ ჩვენი გამარჯვების გეგმას ყველას, ვისაც შეუძლია უკრაინის გაძლიერება – ყველა ქვეყანას, რომელიც ნამდვილად შეძლებს დახმარებას მშვიდობის დამყარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების პოზიციებისა და უკრაინის რეალური შესაძლებლობის გაცნობიერებით, გამარჯვების გეგმის გაძლიერებით, ჩვენ გავასაჯაროებთ ჩვენს სტრატეგიას შემდგომი ქმედებებისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ხერსონის ოლქის დასახლებაში რუსეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მანქანა ააფეთქეს

უკრაინაში, ხერსონის ოლქის ურბანული ტიპის დასახლება ნოვოტროიცკოში, რომელსაც რუსული ჯარები აკონტროლებენ, რუსეთის ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მანქანა ააფეთქეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის ქვედა ნაწილში იყო დამაგრებული. პოლიციელი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საგამოძიებო კომიტეტი დაშავებულის ვინაობას არ ასახელებს. გამოცემა Astra-ს ცნობით, ნოვოტროიცკის შინაგან საქმეთა დეპარტამენტს სერგეი ლიაშკო ხელმძღვანელობს. უკრაინული მედიის ცნობით, ლიაშკო ადგილობრივი მკვიდრია და ომამდე პოლიციაში მუშაობდა. რუსული ჯარების იქ შესვლის შემდეგ კი ის დააწინაურეს.

მეტი...

სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საჯარო ლექციები ჩაატარა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებსა და კომუნალური კომპანიების რეგიონული ოფისების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ელექტროენერგიის ხარისხის რეგულირების პრინციპები, სემეკის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ნორმების მნიშვნელობა კომუნალური კომპანიებისთვის და ენერგოომბუდსმენის სამსახურის საქმიანობა. პროექტის – „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ ფარგლებში, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით კომუნალური მომსახურების სექტორის რეგულირების საკითხებზე სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, სადაც მონაწილეები…

მეტი...

,,ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე პუტინს არ შევხვდები” – ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არ შეხვდება პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, უკრაინის მონაწილეობის გარეშე: ,,ორმხრივად, უკრაინის გარეშე – არა. უკრაინამ უნდა თქვას თავისი სიტყვა უკრაინის მომავალზე”, – განაცხადა ჰარისმა 60 Minutes-თან ინტერვიუს დროს. ჰარისმა აღნიშნა, რომ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება არ მიიღებენ მონაწილეობას ამ წარმატების ფორმირებაში. მისივე თქმით, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

მეტი...

ფლორიდას კიდევ ერთი ქარიშხალი ,,მილტონი” უახლოვდება

აშშ-ში, ფლორიდის დასავლეთში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ქარიშხალი ,,ჰელენის” მიერ განადგურებულ სანაპიროს ახალი ქარიშხალი, ,,მილტონი” უახლოვდება. მეტეოროლოგების პროგნოზით, მას უკვე მიენიჭა პირველი კატეგორიის შტორმის კლასიფიკაცია. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე ამ დროისთვის საათში 140 კილომეტრს შეადგენს და კიდევ უფრო ძლიერდება. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ ამ მომენტისათვის მექსიკის სანაპიროებზე მყოფი “მილტონი”, შესაძლოა, ფლორიდის ყურემდე მიღწევისას სიცოცხლისათვის საშიში იყოს. მოსახლეობამ გამაფრთხილებელი შეტყობინება უკვე მიიღო, შტატის ხელისუფლება კი მოსახლეობის შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადება. იქამდე, 10 დღით ადრე დამტყდარმა ქარიშხალმა “ჰელენმა”, აშშ-ში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

მეტი...

ოდესის პორტში რუსებმა ბალისტიკური რაკეტა სამოქალაქო გემს ესროლეს

,,სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ოდესის პორტზე რუსული თავდასხმის შედეგად ”,- განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა. „მტერმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აგრესორის სამიზნე პორტის ინფრასტრუქტურა იყო. მტრის ბალისტიკური რაკეტა პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს მოხვდა. კერძო ტვირთების გადამზიდავი კომპანიის თანამშრომელი 60 წლის უკრაინელი გარდაიცვალა. დაშავდა კიდევ ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. მათგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთი კი მსუბუქი. ახლა მათ უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება“, – წერს ის შეტყობინებაში. მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ ჩაშალონ უკრაინის მარცვლეულის დერეფნის მუშაობა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს არის…

მეტი...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. ევროპარლამენტის სესიაზე ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების საფრთხეებს განიხილავენ. განხილვა თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება, სადაც მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. განსახილველ საკითხებს შორის ყველა ის პრობლემატური თემა მოხვდება, რამაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. საქართველოს საკითხის განხილვის პარალელურად კი სტრასბურგში ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული, ხმის მიცემის უფლების დაცვას. ემიგრანტები ,,ქართულ ოცნებას” არჩევნებში მონაწილეობაში მიზანმიმართულად ხელშეშლაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გახსნას დამატებითი საარჩევნო უბნები მათთვის.

მეტი...