მარტვილში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს შეეჯახა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს შეეჯახა. დაშავდა ორი ქალი, რომლებიც მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს მესამე ქალიც, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები არ აქვს.

ძლიერი წვიმის და სველი გზის საფარის გამო, სავარაუდოდ მანქანა მოცურდა, რამაც ავარია გამოიწვია. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები