20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური სახალხო მსვლელობა გაიმართება

საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად 20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური სახალხო მსვლელობა გაიმართება, რომელიც კოალიციამ ,,ჩემი ხმა ევროკავშირს” დააანონსა. არჩევნებამდე 6 დღით ადრე, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ მათი არჩევანი სწორედ ევროპაა.

,,მომავალი არჩევნები ნამდვილად არის რეფერენდუმის ძალის მნიშვნელობის, სადაც მოქალაქეები დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს, უნდათ მათ ევროპისკენ სვლა, თუ დარჩება საქართველო რუსული გავლენის ქვეშ. შესაბამისად ამ მარშის მიზანი იქნება ის, რომ დავაფიქსიროთ კიდევ ერთხელ საქართველოს მოქალაქეებმა, ასევე მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგონოთ,რომ საქართველოში ამ ქვეყნის მოსახლეობა, მისი უმრავლესობა ირჩევს ევროპას”, – ამბობს ნინო ლომჯარია

მარშის გამართვის ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები