,,სადიგოვი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, არის კონტაქტური, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა” – ადვოკატები

„უფლებები საქართველოს“ იურისტებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ციხის საავადმყოფოში მოინახულეს. მათი თქმით, სადიგოვი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, არის კონტაქტური, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ აფგან სადიგოვმა შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში. სადიგოვი, ციხის ადმინისტრაციამ გუშინ პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანა.

მსგავსი თემები