UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სამშობლოში დაბრუნდა

ქართველი მოკრივე რომან დოლიძე სამშობლოში დაბრუნდა. ის, დღეს დილით, ბათუმის აეროპორტში ჩამოფრინდა. მას აეროპორტში ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

რომან დოლიძემ კევუნ ჰოლანდთან ბრძოლაზე ისაუბრა, თქვა, რომ ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა მოახერხა მისი დამარცხება ტექნიკური ნოკაუტით.

მან ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შეეცდება, დეკემბერში დაგეგმილ ბრძოლაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვოს.

მსგავსი თემები