დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. ევროპარლამენტის სესიაზე ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების საფრთხეებს განიხილავენ. განხილვა თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება, სადაც მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.
განსახილველ საკითხებს შორის ყველა ის პრობლემატური თემა მოხვდება, რამაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
საქართველოს საკითხის განხილვის პარალელურად კი სტრასბურგში ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული, ხმის მიცემის უფლების დაცვას.
ემიგრანტები ,,ქართულ ოცნებას” არჩევნებში მონაწილეობაში მიზანმიმართულად ხელშეშლაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გახსნას დამატებითი საარჩევნო უბნები მათთვის.