რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა-არის მსხვერპლი

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, გულიაიპოლსკის რაიონზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა აგრარული საწარმოს სამი თანამშრომელი. „რუსებმა კვლავ მიიტანეს იერიში ოლქზე. ამჯერად ცეცხლი გაუხსნეს გულიაიპოლსკის რაიონს. დარტყმა ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე განხორციელდა. დაიღუპა სამი ადამიანი. ყველა დაღუპული ამ საწარმოს თანამშრომელია“-  წერს „ტელეგრამში“ ფედოროვი.    

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერია

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ელდენსე“ მიიღო და ლიგის დებიუტანტი დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა. დატვირთული სანაკრებო მატჩების შემდეგ „ლევანტეს“ მწვრთნელმა ქოჩორაშვილს დასვენების საშუალება მისცა და ის მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ „ედენსემ“ პირველი ნახევარი ცხრა ფეხბურთელით დაასრულა, მსაჯმა ორი მოთამაშე მოედნიდან გააძევა.  „ლევანტე“ წინ 74-ე წუთზე კარლოს ესპის გოლით გავიდა, ხოლო კარლოს ალვარესმა 81-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა დააფიქსირა. საბოლოოდ, დამაჯერებელი მოგებით და მორიგი სამი ქულით (სულ 11ქულა) „ლევანტე“ „ეიბარს“ დაეწია და დამატებითი მაჩვენებლის წყალობით ლა ლიგა 2-ის ლიდერია.

მეტი...

“წელის ტკივილს ვერ გაუძლო”- რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება გიორგი ჩაკვეტაძეზე

გიორგი ჩაკვეტაძე “ქოვენთრისთან” მატჩის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით,  ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი წელის ტკივილის გამო ვერ გააგრძელა. „არანაირი მუხლის დაზიანება, ფეხბურთელს წელის სპაზმი ჰქონდა, რამაც გადაადგილებაც შეუძლებელი გახადა“- წერია გავრცელებულ განცხადებაში.   გიორგი ჩაკვეტაძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

მეტი...

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე ხიდებს ანადგურებენ

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით,  უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე ხიდებს ანადგურებენ. შესაბამისი სატელიტური ფოტომასალა  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X(Twitter)-ზე გამოაქვეყნა. უკრაინული ძალების მთავარი მიზანი რუსეთის საოკუპაციო ძალების ლოჯისტიკის ჩამოშლაა. “უკრაინა რუსეთის ლოჯისტიკის შეფერხებას კურსკის რეგიონში დარტყმების სერიით აგრძელებს, მათ გაანადგურეს გზები და ხიდები მდინარე სეიმზე” – წერს ბრიტანეთის დაზვერვა

მეტი...

გორში „ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის დასრულებისას, ლექსო ვალიაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გორში, მხარდამჭერებთან „ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის დასრულებისას, კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრს ლექსო ვალიაურს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ვალიაური ამბობს, ის ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ბოლო რიგებში იდგა, სადაც რამდენიმე რეპლიკა თქვა, რასაც იქ მყოფი მოქალაქეების მხრიდან აგრესია მოჰყვა. „ვიდექი აქ ჩემთვის, რამდენჯერმე ჩავილაპარაკე მათ მოღალატეობრივ პოზიციაზე, რის შემდეგაც რამდენიმე პირი წამომეწია და ფიზიკურად გამისწორდა, ეცვათ „ქართული ოცნების” მაისურები“ – განაცხადა ლექსო ვალიაურმა. აღნიშნულ ფაქტზე ამ წუთებში ვალიაურის გამოკითხვა მიმდინარეობს.

მეტი...

ჩეხეთში ძლიერი წვიმის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია

ჩეხეთში ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. უამინდობისა და წყალდიდობის საფრთხის გამო, ჩეხეთის რკინიგზამ მგზავრებს მოუწოდა გადაედოთ შაბათ-კვირას დაგეგმილი მგზავრობა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით ხაზზე უკვე შეჩერებულია მოძრაობა, ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ხეების წაქცევაა. „რკინიგზის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად“– აცხადებენ ჩეხეთის რკინიგზაში. ბოლო დღეებში ჩეხეთი და პოლონეთი ინტენსიურად ემზადებოდნენ უხვი ნალექისთვის და წყალდიდობებისთვის. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტიდან დაიწყო ევაკუაცია.

მეტი...

გიორგი ჩაკვეტაძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდს“ „ქოვენთრისთან“ საშინაო შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1), მაგრამ მატჩის ბოლოს ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცით მოუხდა. ინგლისის ჩემპიონშიფის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმი ქართველის გუნდისთვის ცუდად დაიწყო, „ქოვენთრი“ მეოთხე წუთზე დაწინაურდა. ჩაკვეტაძეს პირველივე ტაიმში შეეძლო გატანა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. მეორე ტაიმში გუნდში ყველაზე აქტიური ქართველი იყო და 67-ე წუთზე თავი გამოიჩინა. მარცხენა ფლანგზე მცველს გაცდა და კარის წინ გახსნილ აიოტომივა დელე-ბაშირუს გოლი გაატანინა. 76-ე წუთზე გიორგი ფლანგზე თამაშისას დაშავდა, მოედანზე დაწვა და სამწუხაროდ, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მეტი...

“ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა”- ბიძინა ივანიშვილი

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა. ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება, მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი“– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე. „დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს…

მეტი...

“ასი ათასობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე”- ბიძინა ივანიშვილი

“12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას, მე დაგპირდით, რომ სახელმწიფო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა და ეს დაპირება შევასრულეთ. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და სოციალური დახმარებები, ასი ათასობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე”- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ივანიშვილმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, მან 12 წლის წინანდელი დაპირებები შეასრულა. „განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას, ხორციელდება სოციალური პროგრამები დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მათთვის შემუშავებულია და მოქმედებს რამდენჯერმე გაზრდილი სოციალური დახმარებისა და შეღავათების პაკეტი. 2012 წელს ჩვენ ვაცხადებდით, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია და…

მეტი...

„2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო ადამიანების ერთობა”- პრემიერი

„2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო ადამიანების ერთობა, უცხოური აგენტურა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „სისხლიანი რეჟიმი“ წარსულს ჩააბარა. “პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ქუჩაში ახალგაზრდების მკვლელობა, ბიზნესის ტერორი, ტელევიზიების მითვისება, სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვა – ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ჩადიოდა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩააბარა და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასული…

მეტი...

ოქროს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი 1%-ზე მეტი ნიშნულით გაიზარდა და ამით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.  ინფორმაციას  Reuters ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი უნცია ოქროს ფასმა $ 2554.05- მიაღწია.

მეტი...

საქართველოს ზოგიერთ ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

ბოლო ათწლეულში საქართველოს ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. განსაკუთრებით რადიკალური ცვლილება ქუთაისს შეეხო. 2015 წელს ქუთაისის მოსახლეობა 147 ათასი იყო, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი 125 ათასია. თითქმის ყველა ქალაქში მოსახლეობის კლების ფონზე, ადამიანების რაოდენობამ მოიმატა თბილისში 17 100-ით, ბათუმში 3 800-ით და მარნეულში 800-ით. მნნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რუსთავში -5 100,  ქუთაისში -4 800, გორში -1 800 და ზუგდიდში -1 200. საქსტატის მონაცემების თანახმად ათეული ასე გამოიყურება. (მონაცემებში ასახულია საქალაქო დასახლებაში მოსახლეობის რიცხოვნობა) თბილისი 2023 წ – 1 210 700, 2024წ – 1 227 800 ბათუმი 2023წ – 179…

მეტი...

“საფრთხე ამერიკისთვის”- აშშ-მა “ჰუთების” კუთვნილი სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა

აშშ-მა იემენში “ჰუთების” კუთვნილი სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ავტომობილი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უპილოტო საფრენი აპარატები და დამხმარე ავტომობილი უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკელი და კოალიციაში შემავალი სხვა ქვეყნების ჯარისკაცებისთვის, აგრეთვე რეგიონში მოძრავი სავაჭრო გემებისთვის. “უპილოტო საფრენი აპარატებისა და დამხმარე ავტომობილის განადგურების მიზანს თავისუფალი ნაოსნობის დაცვა და აშშ-ის, კოალიციის და სავაჭრო გემებისთვის საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა”, – წერია აშშ–ის ცენტრალურ სარდლობის განცხადებაში.  

მეტი...

რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან-დაღუპულია 4 ადამიანი

რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. ქვეყანაში სტიქიას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. წყალდიდობამ ქვეყნის რვა ოლქში ათასობით სახლი დააზიანა. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი. გარემოს დაცვის სამინისტროს წყალმომარაგების სააგენტოს ცნობით, სტიქიური უბედურება გასული 24 საათის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია.

მეტი...

თავდასხმების შედეგად უკრაინაში 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 25

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში გასული დღის განმავლობაში სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 25. ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 13 სექტემბერს, დილით, სუმის ოლქის სოფელ იამპილზე რუსული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 6, მათ შორის 4 წლის ბავშვი. გუბერნატორ სერხი ლისაკის განცხადებით, 13 სექტემბერს, რუსული ძალების სამიზნე დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლიც გახდა.

მეტი...

“საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა” – ცესკო

“საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა” – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არაუფლებამოსილი პირი დღეს ცდილობდა საკითხი წარმოეჩინა იმდაგვარად თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. „დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო. სატრენინგო პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, შეიძენენ/გაიღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში. სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესში, რომელიც…

მეტი...

15 სექტემბერს ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

15 სექტემბერს საქართველოში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში ზოგან 20-25მ/წმ-მდე, აღმოსავლეთში კი 17-22მ/წმ-მდე. Meteo.gov.ge-ის თანახმად კვირას დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +27, +32°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი  17-22მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°, ზოგან +29°-მდე; მაღალმთაში ღამით +5,…

მეტი...

ჯო ბაიდენი ანგოლაში ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ანგოლაში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ეს იქნება პრეზიდენტის რანგში ბაიდენის პირველი ვიზიტი აფრიკაში. ასევე ბაიდენი იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ანგოლაში ჩავა. ის სავარაუდოდ გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ და 5 ნოემბერს დაგეგმილ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შედგება. თეთრ სახლს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტი...

ბაჩანა ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის მეორე საშეჯიბრო დღეს ბაჩანა ბოლქვაძე (73 კგ) ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა მეოთხედფინალში რუმინელი ბაჩაევი დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად იტალიელ ესპოზიტოს დაუპირისპირდება. მეორე ქართველი კოტე კაპანაძე (81 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება. გუშინ, 13 სექტემბერს ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ისრაელის წარმომადგენელ ერან ფიქსს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.  

მეტი...

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სასადილო-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

16-19 სექტემბერს, დღის საათებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სასადილო-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. რის გამოც, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ყოველ-დღე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ხოლო, 20 სექტემბერს 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა. კიევში ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების საფრთხეზე მიანიშნებდეს. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში რუსეთს შავ ზღვაში 4-5 სამხედრო გემი შეჰყავდა. შავი ზღვის აკვატორიაში 10-ზე მეტი ხომალდი რუსეთმა 2024 წლის თებერვლის დასაწყისში შეიყვანა.

მეტი...

“ნაპოლი” კვარაცხელიას 6 მილიონს სთავაზობს

დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია მალე “ნაპოლისთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Repubblica-ს წერს, ნეაპოლური კლუბი ქართველს ანაზღაურების სახით 6 მილიონს (ბონუსების ჩათვლით) სთავაზობს. წყაროს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის შეტანას ითხოვს, რაც ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს არ სურს. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები გრძელდება. შეგახსენებთ, “კვარას” “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მეტი...

ქართველმა სპორტსმენებმა გრანპრის ტურნირზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვებები მოიპოვეს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრანპრის ტურნირზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვებები მოიპოვეს ბაჩანა ბოლქვაძემ (73 კგ) და კოტე კაპანაძემ (81 კგ). ორივე ქართველი მერვედფინალში იასპარეზებს. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება. გუშინ, 13 სექტემბერს, ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. მან სცენაზე გამოჩენიდან მალევე შეძლო საკუთარი ნიჭიერებითა და ინდივიდუალიზმით ქართველი მაყურებლის მოხიბვლა. ზურაბმა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ღირსეული და მნიშვნელოვანი სახელი დატოვა არა მარტო თეატრალურ წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში. ვიზიარებთ ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახის, მეგობრების, კოლეგების დიდ მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ“ – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.  

მეტი...

მერაბ დვალიშვილის ისტორიულ ბრძოლამდე ცოტა დრო რჩება

მერაბ დვალიშვილის ისტორიულ ბრძოლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დვალიშვილისა და შონ ო’მალს შორის დაპირისპირება თბილისის დროით 15 სექტემბერს, 03:30 საათიდან დაიწყება. სწორედ ხვალ გაირკვევა  ნამდვილი ჩემპიონის ვინაობა UFC 306-ზე. ღონისძიება დაიწყება, მერაბის ბრძოლას კი დაახლოებით 06:00 საათიდან უნდა ველოდოთ.

მეტი...

რუმინეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა გალაცისა და ვასლუის რეგიონები დააზარალა. წაქცეულია ათობით ხე, დაზიანებულია მანქანები და ბლოკირებულია გზები. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა და სტიქიის ზონაში გაემგზავრა. „ბიბისის“ ინფორმაციით, უხვი ნალექის პროგნოზის გამო მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ჩეხეთი, პოლონეთი, ავსტრია, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. ავსტრიის მთებში უხვმა ნალექმა უკვე შეაფერხა ტრანსპორტის მოძრაობა. ავსტრიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არიან საჭიროების შემთხვევაში რეგიონში ათასამდე სამხედრო განათავსოს.

მეტი...

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვლეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. თითოეულმა მხარემ 103 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. ინფორმაციას „იტარ-ტასი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, გაცვლილი რუსი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ აყვანილნი რუსეთის კურსკის რეგიონში. ისინი უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორია აგვისტოში დაიკავეს. რუსული მედიის ცნობით, ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.

მეტი...

დონალდ ტრამპი მიგრანტების გაძევებას გეგმავს

დონალდ ტრამპი ოჰაიოს პატარა ქალაქიდან მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასობრივად გაასახლებს მიგრანტებს ოჰაიოს პატარა ქალაქიდან, სადაც დაუდასტურებელი ცნობებით, მიგრანტი ჰაიტელები შინაურ ცხოველებსა ჭამენ. „ჩვენ სპრინგფილდით დავიწყებთ. ჩვენ გავიყვანთ ამ ხალხს. ჩვენ მათ ვენესუელაში დავაბრუნებთ,“ – თქვა ტრამპმა. „ბიბისის“ ცნობით, სპრინგფილდში მყოფი მიგრანტები ძირითადად ჰაიტიდან არიან და აქვთ აშშ-ში ყოფნის კანონიერი უფლება ჰაიტელებისთვის განკუთვნილი ფედერალური პროგრამის ფარგლებში.

მეტი...

“დასავლეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებთან დაკავშირებით”- სერგეი რიაბკოვი

რუსეთმა იცის, რომ დასავლეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებთან დაკავშირებით და შესაბამისი გზავნილები კიევს გადასცა. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. „პრეზიდენტმა ამ თემაზე თავისი პოზიცია უკიდურესად მკაფიოდ გამოთქვა. ჩვენ ვიცით იმის შესახებ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები იყო მიღებული გარკვეული პერიოდის წინ და ამგვარი სიგნალები უკვე გადაეცა კიევს“ – აღნიშნა რიაბკოვმა. 12 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის შიგნით გამოყენების ნებართვას მისცემენ, ეს იქნება ნატო-ს ქვეყნების კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობა.

მეტი...

“ტრამპი ჩვენი გულმხურვალე მხარდამჭერია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი თვის წინ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა.ზელენსკი ამბობს, რომ  მას სურს ომის დასრულების თავისი გეგმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუზიაროს. მისი თქმით, ასევე სამართლიანი და სწორი იქნება ამ გეგმის აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისთვის გაზიარება. ზელენსკის ჰკითხეს ტრამპის განცხადებებზე, რომ ის უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ ესმის ამ განცხადებების, რადგან არ იცის დეტალები და არ იცის, თუ რას გულისხმობდა ტრამპი. „თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და წინასაარჩევნო გზავნილები არის წინასაარჩევნო გზავნილები. ზოგჯერ ისინი მთლად რეალური არ…

მეტი...

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი იოსებ ბაბაევი დააკავეს

ბიზნესმენი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი იოსებ ბაბაევი დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი იწყება. მისი მეგობარი ამბობს, რომ დღეს, ბაბაევი იმ დროს დააკავეს, როცა მის კუთვნილ რესტორანში მისვლას ცდილობდა. „ეს ადამიანი მის კუთვნილ რესტორანში მოდიოდა იმ ერთადერთი გზით, რომელიც დაუტოვეს მოსასვლელი და იმ გზითაც არ გამოატარეს. სავარაუდოდ, მერე მოუდეს მიზეზი, რომ დაუმორჩილებელი ხარ. მოკლედ დღეს უნდა გაათენებინონ ღამე კაპეზეში იმ ადამიანს, რომელიც ამ ხელისუფლების, ამ მარაზმის მომხრე არ არის. ვერ უნდა მისულიყო რესტორანში, როგორც ჩანს. მიზეზი სჭირდებოდათ, რომ დაეკავებინათ – ამბობს ბაბაევის მეგობარი.

მეტი...

რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში ხარკოვზე მიიტანეს-არიან დაშავებულები

რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში ხარკოვზე მიიტანეს.  ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ხარკოვის ხოლოდნოჰირსკის რაიონში 04:47 საათზე საზენიტო რაკეტა საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო ტერიტორიას მოხვდა. შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება სოფელ ზოლოჩოვსს, КАБ-ის თავდასხმის შედეგად 6 ​​კერძო სახლი, ორი ფერმის შენობა და სამი სამგზავრო მანქანა დაზიანდა. სინეგუბოვის თქმით, გასულ ღამეს კუპიანსკში FPV თვითმფრინავის დარტყმის შედეგად 30 წლის ქალი დაშავდა, საზენიტო რაკეტის სროლის შედეგად კი კერძო სახლი დაზიანდა. ქალაქს ასევე “ისკანდერის” რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც 64 წლის მოქალაქე დაშავდა და პურის ქარხნის შენობები დაინგრა. ნოვოოსინოვოში, დაბომბვის შედეგად…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ენმ-ს წევრი შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მმართველი პარტიის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. როგორც მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად კვანტალიანმა გაავრცელა. „ავტო-ქარხანაში „ქოცური“ პროპაგანდის შეხვედრის წინააღმდეგ! გადაღების შესაძლებლობა არ მომცეს! 26-ში დაგასრულებთ ქართველი ხალხი!” – წერს დიმიტრი კვანტალიანი “ფეისბუქზე”.

მეტი...

„ვნანობ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა და თავად ნატო-მ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად”- სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. „ახლა ჩვენ ვაწვდით უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ომის მიმდინარეობისას, მაშინ კი შეგვეძლო, მოგვეწოდებინა სამხედრო აღჭურვილობა ომის თავიდან ასაცილებლად“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, ნატო-მ უარი თქვა, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის, რომელსაც კიევი ითხოვდა და ეს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის შიშის გამო მოხდა. „ვნანობ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა და თავად ნატო-მ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი რომ…

მეტი...

“რადიკალები ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის“- საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი

“მედიასივრცეში 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხელ ახალგაზრდებს ღია ცის ქვეშ ასაწყობი აუზი დაუდგა უფასოდ სარგებლობის მიზნით” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქენაძემ განაცხადა და ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა. დეპუტის განმარტებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რადიკალები“ არა 26 ოქტომბერს, არამედ 27 ოქტომბერს ელოდებიან, რათა დესტაბილიზაციას შეეცადონ.  „15 ივლისიდან ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ფუნქციონირება დაიწყო უწყებათაშორისმა კომისიამ. დღეის ჩათვლით ჩატარდა კომისიის 5 სხდომა, რასაც მხოლოდ მმართველი გუნდისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რადიკალები არ არიან…

მეტი...

„საქართველოს აქვს არჩევანი: ევროპა ან რუსეთი?“- ბერლინში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელეს

„კონრად ადენაუერის ფონდისა“ და „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის“ ორგანიზებით, ბერლინში პანელური დისკუსია გაიმართა სახელწოდებით – „საქართველოს აქვს არჩევანი: ევროპა ან რუსეთი?“, რომელზეც საუბრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო. ღონისძიება დისკუსიების ციკლის „საქართველო ფოკუსში“ ფარგლებში მოეწყო. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც საქართველოში წინა ხელისუფლების დროს იკავებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს, ამჟამად კი უკრაინაში USAID-ის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელია. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი. დისკუსიის სხვა მონაწილეებთან ერთად, ეკა ტყეშელაშვილმა ისაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და…

მეტი...