ბოლო ათწლეულში საქართველოს ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. განსაკუთრებით რადიკალური ცვლილება ქუთაისს შეეხო. 2015 წელს ქუთაისის მოსახლეობა 147 ათასი იყო, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი 125 ათასია. თითქმის ყველა ქალაქში მოსახლეობის კლების ფონზე, ადამიანების რაოდენობამ მოიმატა თბილისში 17 100-ით, ბათუმში 3 800-ით და მარნეულში 800-ით. მნნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რუსთავში -5 100, ქუთაისში -4 800, გორში -1 800 და ზუგდიდში -1 200.
საქსტატის მონაცემების თანახმად ათეული ასე გამოიყურება. (მონაცემებში ასახულია საქალაქო დასახლებაში მოსახლეობის რიცხოვნობა)
- თბილისი 2023 წ – 1 210 700, 2024წ – 1 227 800
- ბათუმი 2023წ – 179 200 2024წ – 183 000
- რუსთავი 2023წ – 132 300, 2024წ – 127 200
- ქუთაისი – 2023წ – 130 400 2024წ – 125 600
- გორი 2023წ – 44 400 2024წ – 42 600
- ფოთი 2023წ – 41 500 2024წ – 41 200
- ზუგდიდი 2023წ – 41 300 2024წ – 40 100
- მარნეული 2023წ – 24 900 2024წ – 25 700
- ხაშური 2023წ – 24 600 2024წ – 24 100
- სამტრედია 2023წ – 22 200 2024წ – 21 100
მთლიანობაში საქართველოს toმოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით 3 694 600 იყო, აქედან 2 254 200 საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს, 1 440 400 კი სასოფლო დასახლებაში.