უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა. კიევში ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების საფრთხეზე მიანიშნებდეს.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში რუსეთს შავ ზღვაში 4-5 სამხედრო გემი შეჰყავდა. შავი ზღვის აკვატორიაში 10-ზე მეტი ხომალდი რუსეთმა 2024 წლის თებერვლის დასაწყისში შეიყვანა.