„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ენმ-ს წევრი შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მმართველი პარტიის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. როგორც მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად კვანტალიანმა გაავრცელა.

„ავტო-ქარხანაში „ქოცური“ პროპაგანდის შეხვედრის წინააღმდეგ! გადაღების შესაძლებლობა არ მომცეს! 26-ში დაგასრულებთ ქართველი ხალხი!” – წერს დიმიტრი კვანტალიანი “ფეისბუქზე”.

მსგავსი თემები