დონალდ ტრამპი ოჰაიოს პატარა ქალაქიდან მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასობრივად გაასახლებს მიგრანტებს ოჰაიოს პატარა ქალაქიდან, სადაც დაუდასტურებელი ცნობებით, მიგრანტი ჰაიტელები შინაურ ცხოველებსა ჭამენ.
„ჩვენ სპრინგფილდით დავიწყებთ. ჩვენ გავიყვანთ ამ ხალხს. ჩვენ მათ ვენესუელაში დავაბრუნებთ,“ – თქვა ტრამპმა.
„ბიბისის“ ცნობით, სპრინგფილდში მყოფი მიგრანტები ძირითადად ჰაიტიდან არიან და აქვთ აშშ-ში ყოფნის კანონიერი უფლება ჰაიტელებისთვის განკუთვნილი ფედერალური პროგრამის ფარგლებში.