“რადიკალები ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის“- საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი

“მედიასივრცეში 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხელ ახალგაზრდებს ღია ცის ქვეშ ასაწყობი აუზი დაუდგა უფასოდ სარგებლობის მიზნით” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქენაძემ განაცხადა და ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა.

დეპუტის განმარტებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რადიკალები“ არა 26 ოქტომბერს, არამედ 27 ოქტომბერს ელოდებიან, რათა დესტაბილიზაციას შეეცადონ.

 „15 ივლისიდან ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ფუნქციონირება დაიწყო უწყებათაშორისმა კომისიამ. დღეის ჩათვლით ჩატარდა კომისიის 5 სხდომა, რასაც მხოლოდ მმართველი გუნდისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რადიკალები არ არიან სამართლებრივ პროცესებზე ორიენტირებული და მათთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის“- აღნიშნა მიქანაძემ

მსგავსი თემები