უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიას გაფართოების პროცესთან დაკავშირების ფარისევლობაში ადანაშაულებს

,,ევროკომისია ფარისევლობს, როცა საჯაროდ ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს, თუმცა საამისოდ არავითარ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

„ბრიუსელის ფარისევლობა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გამაოგნებელია და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამაში მონაწილეობას იღებს“, – ციტირებს სიიარტოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და კავშირების სახელმწიფო მინისტრი ზოლტან კოვაჩი.

მისი თქმით, სიიარტომ აგრეთვე განაცხადა, რომ 14 წელზე მეტია ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების რიგში დგანან. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მრავალი ქვეყანა საჯაროდ მათ გაწევრიანებას მხარ უჭერს, დახურულ კარს მიღმა ისინი საპირისპირო აზრს გამოხატავენ.

„ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილება ნათლად მიუთითებს, რომ ის კავშირშია ამ ფარისევლობასთან და ძალისხმევაა აქვს ჩადებული იმაში, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პორტფელი უნგრეთს, რომელიც გაფართოების მომხრეა, არ მიეღო“, – აღნიშნა სიიარტომ.

მისი თქმით, უნგრეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის მომავალშიც იბრძოლებს.

მსგავსი თემები