აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილი იყო ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურა, რომელმაც უმაღლესი საბჭოს წევრებს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარუდგინა.

უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად კენჭი უყარა ახალ შემადგენლობას და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

განახლებულ კაბინეტში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი იქნება. იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის თანამდებობას დავით ფაცაცია, განათლებისა და კულტურის მინისტრის დავით მორგოშია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლაშა ქარდავა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაია, ხოლო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი ძიგუა დაიკავებს.

აფხაზეთის მთავრობაში ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

მსგავსი თემები