ისრაელმა აკრედიტაცია გაუუქმა რვა ნორვეგიელ დიპლომატს, რომლებიც პალესტინის ხელისუფლებასთან მუშაობენ

ისრაელმა აკრედიტაცია გაუუქმა რვა ნორვეგიელ დიპლომატს, რომლებიც პალესტინის ხელისუფლებასთან მუშაობენ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს ნაბიჯი არის პასუხი ნორვეგიის მთავრობის მიერ ბოლო დროს ისრაელის წინააღმდეგ გადადგმულ ცალმხრივ ნაბიჯებზე, მათ შორის, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასა და ნორვეგიის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მწვავე განცხადებებზე. ნორვეგიის ელჩი იერუსალიმში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ დიპლომატებს აკრედიტაცია შვიდ დღეში გაუუქმდებათ, ხოლო ვიზა სამ თვეში. „ნაცვლად იმისა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ებრძოლოს პალესტინურ ტერორიზმს და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანის ბოროტების ღერძთან, ნორვეგიამ აირჩია „ჰამასის“, მკვლელებისა და მოძალადეების დაჯილდოება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების სახით. ოსლო…

მეტი...

,,კითხვები მაქვს როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება” – ირაკლი კობახიძე

,,კითხვები მაქვს როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, ათასობით დევნილის მიღება საკუთარ მიწა-წყალზე და ამ ომის შემდეგ სწორედ იგივე ხელისუფლებამ, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, თუ თავიდან ვერ აირიდა, რამდენიმე თვეში გადასცა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტ ქვეყანას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განუცხადა. „ყველზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება მოუტანოს ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს არის სწორედ ომი – ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა, ტერიტორიების, რომელიც ჩვენ არ მოგვიპოვებია, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. როდესაც ამ ტერიტორიებს შენი უგუნურებით, ღალატით, თუ გამყიდველობით აბარებ უცხო, ოკუპანტ ქვეყანას, ეს რა…

მეტი...

,,რუსეთი მზად არის თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. ,,საზღვრების დელიმიატიის პროცესი” უნდა დაიწყოს, რაც აგრესორი ქვეყნის მტკიცებით, ,,ხელს შეუწყობს სასაზღვრო ტერიტორიების სტაბილიზაციას”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ ,,რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც, განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ. მათ შორის თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებაში ყოვლისმომცველი დახმარების გაწევა, რათა მათ საერთო რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და მოგვარდეს სხვა დაგროვილი პრობლემები”. ზახაროვა ამტკიცებს, რომ ამ საკითხების აქტუალურობა ბოლო…

მეტი...

ოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს

ოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ,,დაჩი ფოთიდანაა. ის გუშინ წავიდა სახლიდან, მშობლების ნებართვის გარეშე! მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, გუშინ, ფოთიდან ბათუმში წამოვიდა. ჩამოვიდა საბაგიროსთან. მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. თუ სადმე შენიშნავთ, ან გაქვთ მასზე რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დაეხმაროთ ოჯახს და დაურეკოთ ნომერზე: 551114010 დედა-ნანა მარგალიტაძე”, – წერს ახლობელი.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობა” რომ იყოს ხელისუფლებაში, ომის ქარცეცხლში ვიქნებოდით გახვეული” – ირაკლი ჩიქოვანი

,,ჩვენ დავინახეთ, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ შეძლო თავი აერიდებინა იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა,” – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში რომ იყოს, საქართველო კვლავ ომის ცეცხლში იქნებოდა გახვეული. ,,ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებით. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს, თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ეს, პრაქტიკულად, უკვე ნათელია. დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება,…

მეტი...

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. მათი კიდევ ერთხელ გაიხსენეს 16 წლის წინანდელი მოვლენები. 2008 წლის ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების მამა ყვება, რომ 11 წლის იყო გია და 7 წლის გელა, ცხინვალიდან დევნილები როცა გახდნენ. ვერ აიტანეს ეს ამბავი, რომ ოსებმა და რუსებმა ეს საქმე გაგვიკეთეს რა, გამოგვასახლეს უფრო სწორად. იმის შემდეგ სულ იმას ფიქრობდნენ, რომ ერთადერთი ჩვენი მსახური არის ჯარისკაცობაო. ,,რისთვისაც ჩემმა შვილებმა სისხლი დაღვარეს, რუსებისკენ რომ მივდივართ ეგ არ მომწონს მე. ჩემთვის მიუღებელია ეგ ამბავი. გავა წლები, მოვა დრო ისეთი, რომ დააფასებენ ისე, როგორც საჭიროა…

მეტი...

,,ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო” – პაპუაშვილი აფგან სადიგოვზე

,,ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მართლმსაჯულების საკითხი. „ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი და ამაში ჩარევა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,ჩვენს ქმედებებზე მთავარსარდალს ვესაუბრე” – ზელენსკი

,,ჩვენს ქმედებებზე მთავარსარდალს ვესაუბრე. თავდაცვის მინისტრთან განვიხილე ჩვენი სარაკეტო პროგრამა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. ,,დღეს მე ველაპარაკე მთავარსარდალ სირსკის ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს ნაბიჯებზე. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე ასევე გავმართე შეხვედრა თავდაცვის მინისტრ უმეროვთან ჩვენს სარაკეტო პროგრამასა და მის პრაქტიკულ განხორციელებაზე. ეს არის რაღაც, რაშიც ჩვენ ძალას ვიმატებთ. დღეს ასევე იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვემზადებით Army+-ის, ჩვენი ახალი ციფრული მიღწევის დასაწყებად, რომელიც, რა თქმა უნდა, გაამარტივებს ყოველდღიურ დავალებებს უკრაინის თავდაცვის ძალების უმეტესობის მეთაურებისთვის. მოგვიანებით კი ყველა მეომრისთვის. ყველაფერს მალე წარმოგიდგენთ”,…

მეტი...

რუსული მხარის ცნობით, ცნობილი პროპაგანდისტი, ევგენი პოდდუბნი კურსკში დაიჭრა და სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერი, რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის (ВГТРК ) კორესპონდენტი, ევგენი პოდდუბნი დაიჭრა კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების შედეგად. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ის კურსკიდან მოსკოვში გადაიყვანეს მკურნალობის გასაგრძელებდად. თავდავპირველად გავრცელდა ცნობები, რომ პოდდუბნი დაიღუპა. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც განაცხადა, რომ სამხედრო ბლოგერი და კიდევ 8 დაშავებული სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორისაა ორი ბავშვი. სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ პოდუბნის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, ევგენი პოდუბნი დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა. რუსეთში კი მას რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო…

მეტი...

ეგვიპტემ ავიაკომპანიებს მოუწოდა ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებს თავი აარიდონ

ეგვიპტემ ისრაელსა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ავიაკომპანიებს მოუწოდა, დღეს 3 საათის განმავლობაში ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებისთვის თავი აერიდებინათ. პილოტებისთვის გაგზავნილ გამაფრთხილებელ შეტყობინების თანახმად, ინსტრუქცია ძალაში იყო ადგილობრივი დროით დილის 01:00 საათიდან 04:00 საათამდე. დამატებითი დეტალები ამ შეტყობინების შესახებ არ გავრცელებულა.

მეტი...

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1404 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 93 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 365 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 30 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 1039 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით – 63 მგვტ. სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 202 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – 163 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 601, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – 438 მიკროსიმძლავრის…

მეტი...

,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს” – პრემიერი

,,ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს „დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა,…

მეტი...

,,ჰააგასა და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული” – პრემიერი

,,ჰააგასა და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაცმოძრაობას“, ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი. „რაც შეეხება ომის გამოძიებას და მათ შორის კითხვას, თუ რატომ ახლა – ამაზე…

მეტი...

,,მთავარია, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული” – პრემიერი

,,სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარი არის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. „სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური…

მეტი...

,,ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო” – მილერი აგვისტოს ომზე

,,ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. ,,ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელი განცხადება ძალიან მკაფიო იყო: ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო. უკანონო შეჭრა, რასაც მოჰყვა უკანონო ოკუპაცია, რომელიც რუსეთის მხრიდან დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ისინი ტერიტორიების მისაკუთრებისთვის ცდილობენ, სრულიად დაუსაბუთებელია”, – განაცხადა მილერმა.

მეტი...

,,საზღვრის იქით ვესვრით, ფაქტობრივად რუსეთს ვბომბავთ” – ე.წ. კურსკის ოპერაციაში მონაწილე ქართველი მეომარი

,,ძაან მეამაყება დღეს ამ ბიჭების გვერდით ყოფნა. საზღვრის იქით ვესვრით, ფაქტობრივად რუსეთს ვბომბავთ”, – ამის შესახებ ე.წ. კურსკის ოპერაციაში მონაწილე ქართველი მეომარი კახა თილიძე საუბრობს. ,,საქართველოსთვის და ჩვენი ბიჭებისთვის, ვინც აგვისტოში გმირულად დაეცნენ. ყველას არ აქვს ახლა ეს პრივილეგია. მე მესმის ნამდვილი ქართველი მეომრების, რომ ამდენი წლის განმავლობაში რუსებს ვერ მოვთხოვეთ, ხოდა, რავიცი, მცირედით მაინც რაღაცას ვშვრებით, რომ არა ვართ ისეთი მიფარჩაკებულები ქართველები, რომ სადღაცა ვიღაცა ღორის შვილები არ გავაგოროთ. ორი დღეა უკვე ვუბრახუნებთ იქ და ერთ კონკრეტულ ნიუანსს გეტყვით, რითიც ძაან მეამაყება დღეს ამ ბიჭების გვერდით ყოფნა, რომ მოწინააღმდეგე…

მეტი...

,,კურსკის ოლქში ლიკვიდირებულია რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო ჟურნალისტი ევგენი პოდუბნი” – დუმის დეპუტატი

რუსეთის დუმის დეპუტატის, მიხაილ დელიაგინის ცნობით, კურსკის ოლქში ლიკვიდირებულია რუსი პროპაგანდისტი და ВГТРК-ის სამხედრო ჟურნალისტი ევგენი პოდუბნი. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს. მანამდე, დღის განმავლობაში ტელეგრამის რუსულ არხებში ვრცელდებოდა პოდუბნის ბოლო ვიდეო, სადაც ის ამბობდა, რომ კურსკის ოლქში იმყოფებოდა და ის მიმდინარე ბრძოლებს აშუქებდა.

მეტი...

,,2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის” – ალან გაგალოევი

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში, „სამხრეთ ოსეთის დამცველთა“ მემორიალურ კომპლექსში, ომის 16 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ,,ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსეთის არმიას ცხინვალში. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ხალხმა, დაინახა რა ცხინვალისკენ მომავალი რუსეთის დროშიანი ტანკები, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, ომის კოშმარი მათთვის დასრულდა, სამხრეთ ოსეთი იცოცხლებდა! უკვე მეორე დღეს ყველგან გამოჩნდა ნიშნები: “გმადლობთ, რუსეთო!” ხალხს სურდა მადლიერება გამოეხატა რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ხალხი გადაარჩინა“, – განაცხადა ალან გაგლოევმა. მისი თქმით, ამჟამად მებრძოლები ე.წ  სამხრეთ ოსეთინად, რუს სამხედროებთან ერთად რუსეთისთვის იბრძვიან. „2008 წლის…

მეტი...

,,უკრაინას თავდაცვის, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმის, კანონიერი უფლება აქვს” – სტანო

,,უკრაინას თავდაცვის, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმის, კანონიერი უფლება აქვს”, – ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა და კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ,,ევროკავშირი, რუსეთის აგრესიისგან დასაცავად, უკრაინის ლეგიტიმური უფლების სრულ მხარდაჭერას აგრძელებს. მხარს ვუჭერთ მის მცდელობებს, აღადგინოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, – აღნიშნა სტანომ.

მეტი...

კურსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ღამისა და დილის განმავლობაში 6 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდო. ღამით რამდენჯერმე გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე რეგიონში, სადაც ბრძოლები გრძელდება. 7 აგვისტოდან კურსკის ოლქსში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ,,რეგიონში მტრის ძალების შესვლის შედეგების აღმოსაფხვრელად”. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი დღის განმავლობაში 26-ჯერ დაიბომბა უკრაინის სუმის რეგიონი, რომელიც კურსკს ესაზღვრება, იტყობინება სამხარეო სამხედრო ადმინისტრაცია. უკრაინის გენერალურმა შტაბმა ოთხშაბათს საღამოს ანგარიშში დაწერა, რომ სუმის მიმართულებით საომარი მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა. ,,მტერი აქტიურად იყენებს ავიაციას, ვერტმფრენებსა და მძიმე იარაღს. თუმცა, ეს არ არის წარმატებული”, – განაცხადა უწყებამ. მანამდე სუმის…

მეტი...

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს (24 აგვისტოს) გაიხსნება. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველს ნადირობა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის შემდეგ, აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე პერიოდში შეეძლება. ,,მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033. გასათვალისწინებელია, რომ ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე,…

მეტი...

ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის 3 კონცერტი გაუქმდა

ავსტრიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც ვენაში ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის კონცერტის დროს ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. დაგეგმილი 3 კონცერტი კი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა. სვიფტი ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ავსტრიის დედაქალაქ ერნსტ ჰაპელის სტადიონზე უნდა გამოსულიყო. ავსტრიის ხელისუფლების განცხადებით, 19 წლის მთავარი ეჭვმიტანილი დააკავეს ტერნიცში, ვენის სამხრეთით, ხოლო მეორე ავსტრიის დედაქალაქში. ეჭვმიტანილებს კავბშირი ჰქონდათ ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან. ვარაუდობენ, რომ ავსტრიის მოქალაქის რადიკალიზაცია ინტერნეტში მოხდა. ამოღებულია ქიმიური ნივთიერებები და მიმდინარეობს ექსპერტიზა.

მეტი...

ბათუმში სროლისას 3 ახალგაზრდა დაიჭრა

ბათუმში სროლისას 3 ახალგაზრდა დაიჭრა, სამივე მათგანი 25 წლამდეა, მათ შორის ერთი გოგოა, ორი კი ბიჭი. ajaratimes.ge-ის ინფორმაციით, სროლა კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ცნობილია, რომ სამივე დაჭრილი ამავე რესტორნის თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. თუმცა, უცნობია, უძღოდა თუ არა სროლას წინ რაიმე სახის შელაპარაკება. რა იყო დანაშაულის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,უკრაინელები იმ ქმედებებით, რომელსაც ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ” – მილერი კურსკზე

,,ეს არის ომი, რომელშიც უკრაინელები იბრძვიან… იმ ქმედებებით, რომელსაც ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერიმ განაცხადა და ამით კურსკში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ,,ეს არის ომი, რომელშიც უკრაინელები იბრძვიან… ჩვენ მათ ვამარაგებთ და კონსულტაციას ვუწევთ, თუმცა, როდესაც საუბარი ყოველდღიურ ტაქტიკაზე, ყოველდღიურ თავდასხმებზე მიდის, ჩვენ მათთან კომუნიკაცია ხან გვაქვს, ხან არა. სწორია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავად მიიღონ… იმ ქმედებებით, რომელსაც უკრაინელები ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ. ვნახე რუსეთის ხელისუფლების გზავნილები. მათი მხრიდან ამისთვის პროვოკაციის დარქმევა ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. „მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას ვაგრძელებთ”- ჯიმ რიში

“მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა” – ამის შესახებ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს. ჯიმ რიში ამბობს, რომ 16 წლის წინ, რუსეთი საქართველო შეიჭრა და საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია მოახდინა. „მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ჯერაც ვაგრძელებთ ამის კეთებასა და რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას” – წერს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში.

მეტი...

მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, 30 დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა დაანონსდა

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ძალადობის კიდევ ერთი ტალღისთვის ემზადება. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, 30 დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა დააანონსეს. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთის ხელისუფლება 6 000 სპეცრაზმელის მობილიზებას გეგმავს. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს. “ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის დედაქალაქში წესრიგი დაიცვან.ჩვენ ვიცით იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დედაქალაქში მოძალადე ჯგუფების მიერ არის დაგეგმილი. მათ ღიად განაცხადეს, რომ არეულობისა და განხეთქილების მოწყობას აპირებენ. ჩვენს ქუჩებში ამას არ მოვითმენთ”- აცხადებენ ბრიტანეთის პოლიციაში.

მეტი...

„ირანმა უარი უნდა თქვას შურისძიებაზე“- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მაკრონმა ფეზეშქინიანს განუცხადა, რომ ირანმა უარი უნდა თქვას შურისძიებაზე და ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაუშვას ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ესკალაცია. „ახალი სამხედრო ესკალაცია მომგებიანი არავისთვის არის, მათ შორის არც ირანისთვის“-აღნიშნა მაკრონმა. მედიის ცნობით, მაკრონმა საუბარში აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთი მზად არის, დაეხმაროს ირანს პოლიტიკურ საზღვრებში გამოსავლის მოძებნაში, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას რეგიონში, იმ პირობით, რომ ირანი შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს. ცნობისთვის, ირანი „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს და…

მეტი...

„კურსკში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება“- მედია

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა. “რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”- წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. ვრცელდება ცნობები, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება.    

მეტი...

ლაშა გობაძე, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კგ-ში ბულგარელმა სემენ ნოვიკოვმა ნახევარფინალში უნგრელ ლოსონჟის 3:1 სძლია და ქართველ ფალავანს, ლაშა გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მისცა. ქართველი მოჭიდავე, ხვალ 8 აგვისტოს  რეპეშაჟში დანიელ ბისულტანოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ლოსონჟის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. 6 აგვისტოს 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.  

მეტი...

“რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს”- ბუდანოვი

„რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს“-ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი დილემის წინაშე დადგება. “თუ ომი გაგრძელდება, მაშინ არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა, რუსეთი დილემის წინაშე დადგება: ან დაასრულოს ის ან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს” – განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, კრემლის ამას გააჭიანურებს, ვინაიდან, “რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიან მობილიზაციას შეუძლია სერიოზულად შეარყიოს პოლიტიკური ვითარება.” მან ასევე ისაუბრა ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემებზე  რუსეთში. “რეგიონები მიხედვით, თანხები ორ მილიონ რუბლსაც შეიძლება აღწევდეს. რუსეთისთვის ეს ფულის უზარმაზარი თანხაა.…

მეტი...

“საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს”- პრეზიდენტი

„ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!“ – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც  2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს. “აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ! საქართველო მყარად დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს” – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება ტრამვის გამო ვერ შეძლო

პარიზის ოლიმპიადაზე ტრავმის მიზეზით უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა 61 კგ წონაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ. მან ატაცში 121 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში ჯერ 125 ასწია, შემდეგ – 135, ბოლოს 150-კილოგრამიან შტანგასთან მივიდა, თუმცა აწევა ვერ შეძლო და აკვრაში ყველაზე მაღალი 135 კილოგრამი დარჩა. ამ შედეგით ის ორჭიდის ჯამში მეექვსე იყო. ჩემპიონი ჩინელი ფაბინ ლი გახდა.    

მეტი...

“გემუდარებით დამეხმარეთ”- იტალიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაიკარგა. მას ოჯახი 6 დღეა ეძებს. როგორც დაკარგულის დედა სოციალურ ქსელში წერს, ჯიმშერ ზოიძე ბოლოს იტალიაში ქალაქ ტრიესტაში იმყოფებოდა. “მეგობრებო ეს არის ჩემი შვილი იმყოფებოდა italia…triesta-ში უკვე 6 დღეა არ გამოდის არცერთ სოციალურ ქსელში. სადმე ან ვინმემ თუ ნახეთ, გთხოვთ დამირეკოთ ან მომწერეთ ამ ნომერზე:3501414059.  ჩემი შვილის სახელი და გვარია- ზოიძე ჯიმშერი. არ ვიცი სადმე გადაადგილდა თუ არა, არაფერი ვიცი. დედა გეხვეწებით, როგორიც არ უნდა იყოს, კარგი თუ ცუდი, ის ჩემი შვილია ….გემუდარებით მუხლ მოდრეკილი დედა გამაგებინეთ ან დამირეკეთ. წლები იყო პოლონეთში, კერძოდ vrotslav. იქ არ ჩასულა,…

მეტი...

ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩი და მის მეუღლე გაძარცვეს-შემთხვევა ბრიუსელში მოხდა

ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩს, ჯაფარ ჰუსეინზადესა და მის მეუღლეს ბრიუსელში თავს დაესხნენ და გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ორი თავდამსხმელი სკუტერით მიუახლოვდა, ერთ-ერთმა მათგანმა პისტოლეტი ორივეს თავში ჩაარტყა და „როლექსის“ ორი საათი და ჩანთა წაართვა. ბელგიური მედიის ცნობით, საათების ღირებულება 90 000 ევროა. ადგილობრივი მედია წერს, რომ პისტოლეტის ჩარტყმის შემდეგ ჰუსეინზადეს მეუღლეს თავიდან სისხლი წასკდა. ცოლ-ქმარი გამოსაკვლევად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიუსელის პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.

მეტი...

“რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას”- ბლინკენი

“მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე”- განაცხადა  აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია. “დღეს, თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა და ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, დაჭრეს, ან იძულებით გადაადგილება მოუწია რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად. დღემდე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და საკუთარი ნების დაწესებას იქ…

მეტი...