რუსეთის დუმის დეპუტატის, მიხაილ დელიაგინის ცნობით, კურსკის ოლქში ლიკვიდირებულია რუსი პროპაგანდისტი და ВГТРК-ის სამხედრო ჟურნალისტი ევგენი პოდუბნი. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს.
მანამდე, დღის განმავლობაში ტელეგრამის რუსულ არხებში ვრცელდებოდა პოდუბნის ბოლო ვიდეო, სადაც ის ამბობდა, რომ კურსკის ოლქში იმყოფებოდა და ის მიმდინარე ბრძოლებს აშუქებდა.