,,ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
,,ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელი განცხადება ძალიან მკაფიო იყო: ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო. უკანონო შეჭრა, რასაც მოჰყვა უკანონო ოკუპაცია, რომელიც რუსეთის მხრიდან დღესაც გრძელდება.
რა თქმა უნდა, ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ისინი ტერიტორიების მისაკუთრებისთვის ცდილობენ, სრულიად დაუსაბუთებელია”, – განაცხადა მილერმა.