საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

„ბიბისის“ ინფორმაციით, ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხანძრების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავია ჩართული. ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, საბერძნეთს დაეხმარონ. „ბიბისის“ ინფორმაციით, იტალია საბერძნეთს ორ თვითმფრინავს მიაწვდის, ხოლო საფრანგეთი და სერბეთი – თითო ვერტმფრენს. ესპანეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გააგზავნიან დამატებით მანქანებს, პერსონალსა და სხვადასხვა სახის დახმარებას. თურქეთი კი გეგმავს ორი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გაგზავნას. საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.  

მეტი...

„ცეცხლის გაჩენის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ“- ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე

ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი ბავშვი ემსხვერპლა ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბინაში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დედა ოთხ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს ბავშვები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, მოზარდები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაახლოებით, ორი თვის წინ დაუბრუნა. „ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. აღნიშნული ოჯახი აქ ქირით ცხოვრობდა. მათთან კონტაქტი არც მქონია. ოთხი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ცეცხლის გაჩენის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ. ამბობენ, დედა ხშირად ტოვებდა შვილებს მარტოო, მაგრამ მასაც რა ექნა, ხომ უნდა ემუშავა, რომ ბავშვები დაეპურებინა?! უფროსმა ბავშვებმა…

მეტი...

„პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა“-ტრამპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში ბაიდენი დაადანაშაულა

დონალდ ტრამპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. ამის შესახებ, მან ილონ მასკთან ინტერვიუს დროს. ტრამპი ამბობს, ჯო ბაიდენი პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. „პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ის პატივს მცემდა“- განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ პუტინთან ხშირად საუბრობდა უკრაინაზე. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მის „ძლიერ“ ურთიერთობას შეეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება. „მე პუტინს ვუთხარი, ნუ გააკეთებ ამას, თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ვლადიმერ პუტინმა კი მითხრა – არავითარ შემთხვევაში. რუსეთმა ჩვენთან ერთად დაამარცხა გერმანია და მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. როგორც იცით, ისინი დიდი…

მეტი...

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აგვისტოს ომთან დაკავშირებით წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი”- “ქართული ოცნება”

“გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს. პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. „9 აგვისტოს „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ 2008…

მეტი...

“აშშ-საქართველოს ურთიერთობა ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შეშფოთება გამოიწვია”- კონგრესმენი

“აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში”- განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ ტერნერმა. ტერნერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, საქართველოსადმი მისი პოლიტიკა უცვლელია. „მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად“ – აცხადებს მაიკლ ტერნერი. კონგრესმენი მიიჩნევს , რომ  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.  

მეტი...

“სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას”- ჯინ შაჰინი

“სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, ჩვენ ველოდებით მის შემოთავაზებებს“- განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ. ჯინ შაჰინის განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს აშშ-მა კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება, მხარი დაჭიროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. „ისეთი ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიც რუსეთია, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ კიდევ ერთხელ…

მეტი...

,,პირველად, 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა დელეგაციამ. მინდა ყველას მივულოცო დიდი წარმატება” – ხაბელოვი

,,პირველად, 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა დელეგაციამ. მინდა ყველას მივულოცო დიდი წარმატება”, – ამის შესახებ მედიასთან სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა. „პირველად, 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა დელეგაციამ. მოწოდება იყო, რომ უკეთ ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ლოზუნგი. მინდა ყველას მივულოცო დიდი წარმატება“, – აღნიშნა ხაბელოვმა. შეგახსენებთ, რომ პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.

მეტი...

ჩინეთში, კრემატორიუმებიდან 4000-ზე მეტი ცხედარი მოიპარეს – დაკავებულია 75 ადამიანი

ჩინეთში, კრემატორიუმიდან და სამედიცინო ლაბორატორიებიდან 4 000-ზე მეტი ცხედარი გაიტაცეს. კრიმინალური დაჯგუფების წევრები ცხედრებს სამედიცინო პროთეზების ალოგენური ძვლის გრაფტების დასამზადებლად იყენებდნენ. სკანდალი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ცნობილმა ადვოკატმა საქმის დეტალები სოციალურ მედიაში 2024 წლის 8 აგვისტოს გამოაქვეყნა. დამნაშავეებმა, ცხედრების გატაცებით, დაახლოებით, 53 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლეს. სისხლის სამართლის საქმეზე 75 პირი დააკავეს. კრიმინალურ დაჯგუფებასთან კრემატორიუმის თანამშრომლები იყვნენ კავშირში.

მეტი...

,,კურსკის კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დასასრულიც კურსკია” – ზელენსკი

,,კურსკის კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დასასრულიც კურსკია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ,,ჩვენ ვხედავთ, რეალურად როგორ მოძრაობს რუსეთი პუტინის დროს – 24 წლის წინ კურსკის კატასტროფა იყო – მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. და ჩვენ ახლა ვხედავთ, რა არის მისთვის დასასრული. ესეც კურსკია, მისი ომის კატასტროფა. ასე ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და ნებისმიერი წესები სძულს. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა ეს სახლში ბრუნდება. უკრაინას ყოველთვის სურდა მხოლოდ მშვიდობა და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ოპოზიციის შევიწროებისთვის ,,ოცნება” თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა” – ჰელსინკის კომისია

,,ოპოზიციის შევიწროებისთვის ,,ოცნება” თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა”, – წერს ჰელსინკის კომისია X-ზე. ,,თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შესავიწროებლად „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეაჩეროს”, – წერს ჰელსინკის კომისია.

მეტი...

კურსკის ოლქის 28 დასახლებას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

კურსკის ოლქის 28 დასახლებას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა ამის შესახებ უკვე აცნობა პუტინს. სმირნოვის თქმით, უკრაინის ჯარებმა რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს და მათ მიერ კონტროლირებად სოფლებში მცხოვერბ ორი ათასამდე ადგილობრივთან კავშირი არ აქვთ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კურსკის ოლქიდან 121 ათასი ადამიანი ევაკუირებულია და საჭიროა კიდევ დაახლოებით 180 ათასის ევაკუაცია. გუშინდლიდან ევაკუაციაა ბელგოროდის რაიონშიც. გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, მოსახლეობის 50-70%-მა უკვე დატოვა სასაზღვრო ქალაქი შებეკინო. შეგახსენებთ, რომ უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. მას შემდეგ რეგიონში ბრძოლა გრძელდება. სხვადასხვა…

მეტი...

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ,,ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე კი, საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ასევე გართულებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ინტენსიურად, ამ დრომდე იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ისრაელმა შეიარაღებული ძალების მაქსიმალური მზადყოფნა გამოაცხადა

ისრაელმა შეიარაღებული ძალების მაქსიმალური მზადყოფნა გამოაცხადა. მიზეზი ირანისა და ,,ჰეზბოლას” შესაძლო თავდასხმაა. ისრაელის არმიის წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ავიაციამ გააძლიერა პატრულირება ლიბანთან არსებულ საზღვარზე, თუმცა მოსახლეობისთვის ახალი მითითებები ჯერჯერობით არ გაუციათ. იქამდე კი, ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურმა სამხედრო პერსონალისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის შეჩერების ბრძანება გასცა. ლიბანური მედია იუწყება, რომ ჰეზბოლამ სამხრეთ ბეირუთში თავისი ოფისების ევაკუაცია დაიწყო. იხურება ორგანიზაციის პოლიტიკური შტაბიც. წყაროების ვარაუდით, ეს შესაძლოა ისრაელის საპასუხო თავდასხმის მოლოდინს უკავშირდება. ცნობილია, რომ შეერთებულმა შტატებმა რეგიონში წყალქვეშა ნავი “ჯორჯია” გაგზავნა. აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა და ახლო აღმოსავლეთში…

მეტი...

ქობულეთში, ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსულიც

ქობულეთში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ორსულიც. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს და წერს, რომ შემთხევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. დაშავებულები სხვადასხვა ტრამვით ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

ზუგდიდში ხანძარს ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში საერთო საცხოვრებლის ბინაში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით ბუკიას ქუჩაზე მოხდა. ბინაში ხანძრის დროს სულ ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ორმა მოზარდმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო, ხოლო უმცროსებმა ვეღარ შეძლეს და ორივე მათგანი ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო, ადგილზე დაიღუპა. ბავშვები ბინაში მარტო იმყოფებოდნენ და ეძინათ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ ელექტროენერგია, რის გამოც სანთელი ენთოთ, სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია საცხოვრებელში ძლიერი ცეცხლი.

მეტი...

ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს

ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავსტრიის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ინტენსიური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. დაკავებულმა დაკითხვისას ბრალი აღიარა, რის შემდეგაც ავსტრიაში იქნა ექსტრადირებული. დაკავებულს ბრალად 29 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, უკიდურესად საფრთხისშემცველ პირობებში გადაყვანა ედავება. მას ეს ადამიანები სატვირთო მანქანის მაცივარში ჰყავდა მოთავსებული, რომელშიც სავენტილაციო სისტემა ხელით იმართებოდა.  

მეტი...

„დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“ – ჩინეთი

10 აგვისტოს ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  აღნიშნულ ქმედებას ჩინეთის საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ ეს არღვევს ყველანაირ საერთაშორისო ნორმებს. „ჩინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული ისრაელის შესაბამისი სამხედრო ოპერაციის გამო, რამაც გამოიწვია მასიური მსხვერპლი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისგან. ჩვენ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც აზიანებს მშვიდობიანი მოსახლეობას, ვეწინააღმდეგებით ყველა ნაბიჯს, რომელიც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მოვუწოდებთ ისრაელს, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გააკეთოს ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რეგიონში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“ – განმარტავენ საგარეო უწყებაში. ლი ჯიანის განცხადებით,  საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი…

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ უკრაინულ ძალებს, რომ რუსეთისგან თავდაცვა შეძლონ” – პატელი

,,მხარს ვუჭერთ უკრაინულ ძალებს, რომ რუსეთისგან თავდაცვა შეძლონ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო ოპერაციის წარმართვა სრულად უკრაინელების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ,,მე მივცემ ნებას ჩვენს პარტნიორებს უკრაინაში, ისაუბრონ საკუთარ სამხედრო ოპერაციებზე. მაგრამ ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინულ სამხედრო ძალებს, რომ შეძლონ დაიცვან თავი რუსეთის თავდასხმებისგან, რომლებიც მათ საზღვარს კვეთენ. საბოლოოდ, გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავს უკრაინა თავის სამხედრო ოპერაციებს, სრულად დამოკიდებულია უკრაინელების გადაწყვეტილებაზე. არაფერი შეცვლილა შეერთებული შტატების პოლიტიკაში საზღვრის მიღმა დარტყმების შესახებ“, – განაცხადა პატელმა.

მეტი...

,,შინდისის გმირების თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება” – მდინარაძე

,,შინდისის გმირები თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „პოლიტიკური პასუხი ერთია, ამას ვაკეთებთ მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ სწორედ ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც. ჩაღრმავებული სამართლებრივი შეფასებაც. წლების განმავლობაში 8 აგვისტო იყო 8 აგვისტო, ფილმიც გადაიღეს 08.08.08, მერე რაღაცის გამო გახდა 7. რა არის ეს რაღაცა. შინდისის გმირების ისტორია 11-ში დაიწერა ხომ? იქ ამბები ხდებოდა, სათითაო ეპიზოდის, წამების სიზუსტით გადმოცემის შემთხვევაში ადამიანს არაბუნებრივი…

მეტი...

,,შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული, შეხვედრამდე, ძმაო” – გუგა ქაშიბაძე

,,შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული, შეხვედრამდე ძმაო”, – წერს სოციალურ ქსელში, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე, ქართველი მთამსვლელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა. მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის  სადამკვირვებლო კამპანიაში ჩართულობაზე საუბრობს, რომლის თქმითაც  თითოეული ადამიანი უნდა იყოს დამკვირვებელი არჩევნებზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. „სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. მარტივი ამბავია. არანაირი სადამკვირვებლო საკითხები მას არ აწუხებს და არანაირი რისკები ჩვენს არჩევნებს პრაქტიკულად არ ახლავს. რისკები ახლავს მაგალითად, ISFED-ს,  რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები კვლავ არ გააყალბონ და იმას დააკვირდეს, ერთი თვე არ დაგვიმალოს ISFED-მა სიმართლე, არჩევნების შემდეგ.…

მეტი...

ტრამპმა ჰარისი ყალბი ფოტოს გამოქვეყნებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ყალბი ფოტოსურათი გამოაქვეყნა. საქმე ეხება ფოტოს, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა ჰარისს მიჩიგანის აეროპორტში თვითმფრინავთან დახვდა. ტრამპი თვლის, რომ ეს ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ჰარისთან შესახვედრად ბევრად ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე ეს სურათში ჩანს. ტრამპის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თვითმფრინავის კორპუსში, რომლითაც ჰარისი ჩაფრინდა მიჩიგანში, ადამიანების ანარეკლი არ ჩანს. კორპუსი მხოლოდ ცარიელ ასაფრენ ზოლს ირეკლავ, რაც იმის ვარაუდის საფუძველს ქმნის, რომ სურათი დამონტაჟებულია. ტრამპის ბრალდებებს მოგვიანებით ჰარისის საარჩევნო შტაბში უპასუხეს.…

მეტი...

„გილოცავ დაბადების დღეს, ნიკო! სანამ აქ ვარ, იცოდე, რომ ყოველთვის მჯერა შენი, სხვა ცხოვრებაში შევხვდებით!“ – ნიკო კვარაცხელიას დის ემოციური მიმართვა

დღეს ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღეა. ნიკო, რომელიც 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ასაკში მოკლეს, 25 წლის გახდებოდა. ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნიკოს დის, კატოს ემოციურ მიმართვას, რომლითაც ის ძმას დაბადების დღეს ულოცავს. „ახლა ძალიან ცოტა რამის მჯერა, მაგრამ სანამ აქ ვარ, იცოდე, რომ ყოველთვის მჯერა შენი. სხვა ცხოვრებაში შევხვდებით! გილოცავ დაბადების დღეს, ნიკო! შენი კატო“.

მეტი...

ბაიდენმა აღიარა, რომ მას საარჩევნო კამპანია „დემოკრატებმა“ შეაწყვეტინეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში აღიარა, რომ მას საპრეზიდენტო კამპანიის შეწყვეტა „დემოკრატიული“ პარტიის წევრებმა აიძულეს. მისი თქმით, მასზე განსაკუთრებით იმოქმედა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის ნენსი პელოსის აზრმა, რომელიც მრავალი „დემოკრატის“ მსგავსად თვლიდა, რომ ის საარჩევნო რბოლას უნდა ჩამოშორებულიყო. „მრავალი ჩემი კოლეგა-დემოკრატი წარმომადგენელთა პალატიდან და სენატიდან თვლიდა, რომ მე რბოლის დროს მათ ზიანს მივაყენებდი. მე ეს თემა მაწუხებდა. მე რომ დავრჩენილიყავი რბოლაში, მაშინ თქვენ მე ინტერვიუს ჩამომართმევდით და მკითხავდით, თუ რატომ თქვა ნენსი პელოსიმ ასე და სხვა მრავალი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი...

ლონდონში დანით შეიარაღებულმა პირმა ქალი და ბავშვი დაჭრა

ლონდონში მამაკაცმა ბავშვი და ქალი დაჭრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლონდონში, ლესტერის მოედანზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 წლის გოგონა და 34 წლის ქალი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

პრეზიდენტმა ეთნომუსიკოლოგები ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და საზღვარგარეთ მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ეთნომუსიკოლოგები ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეები სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ედიშერ გარაყანიძის შვილიშვილს გიორგი გარაყანიძესა და გიორგი (გიგი) გარაყანიძის მეუღლეს მაგდა კევლიშვილს გადასცა. „მინდა ვთქვა, რომ გამორჩეული მომენტია, როდესაც ორ ადამიანს ვაჯილდოებთ, რომლებიც გარდაცვლილები არიან. საკმაოდ ტრაგიკული ოჯახია, არავინ დარჩა, ყოველ შემთხვევაში, მამა, შვილები, დედა – ოჯახი, რომელიც სრულიად ქართულ ფოლკლორთანაა დაკავშირებული. ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ფოლკლორს რომ…

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმის ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმის ქუჩები დაიტბორა. ფოტო და ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მანქანებს გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება უჭირთ, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ დატბორილია ინასარიძისა და გორგილაძის ქუჩები.

მეტი...

ბათუმის აეროპორტში, ალმატი-ბათუმის რეისზე, თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში, ალმატი-ბათუმის რეისზე, თვითმფრინავი ვერ ჯდება. მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობაა. ბათუმში ამ წუთებშიც ძლიერი წვიმაა. Flight Radar-ზე ჩანს, რომ თვითმფრინავმა ქალაქს არაერთი წრე დაარტყა, გადაუფრინა ურეკსაც, თუმცა, დაჯდომა ვერ მოახერხა.

მეტი...

კურსკის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინას ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული

კურსკის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული. ამის შესახებ მან პუტინთან თათბირისას განაცხადა. სმირნოვი ამბობს, რომ რეგიონში კვლავ რთული სიტუაციაა. იგი ამტკიცებს, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში 12 კილომეტრზე არიან შეჭრილები, ფრონტი კი 40 კილომეტრზეა გაშლილი. მისივე თქმით, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის 2 000 მოქალაქე რჩება.

მეტი...

ათენთან ახლოს ტყის ხანძრებს ებრძვიან

ათენთან ახლოს ტყის ხანძრებს ებრძვიან. ამ დროისთვის ხანძარი უკონტროლოა და სალიკვიდაციო სამუშაოებში ბერძენი სამხედროებიც ჩართნენ. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცები აღმოსავლეთ მაკედონიიდან, პელოპონესიდან და ცენტრალური საბერძნეთიდან გამთენიას ჩავიდნენ. ,,ცეცხლი უკონტროლო და უკიდურესად აგრესიულია. ის მუდმივად იცვლის მიმართულებას და ეს პრობლემებს უქმნის როგორც სახმელეთო ძალებს, ასევე საჰაერო ძალებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სამეგრელოში მანქანა ქვეითს დაეჯახა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული 62 წლის კაცია და ის ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა და საპატრულო პოლიციას ადგილზე დახვდა. ამჟამად ის განყოფილებაშია გადაიყვანილი და სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ბონდო გაგნიძეს სამშობლოში 14 აგვისტოს ჩამოასვენებენ

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ გმირს, ბონდო გაგნიძეს, საქართველოში 14 აგვისტოს, 05:00 საათზე ჩამოასვენებენ. ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო. ის ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს. 47 წლის ქართველ მეომარს თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა პატივი კიევის საკათედრო ტაძარში მიაგეს.

მეტი...

,,თქვენი ხელის გაქნევა „ნაცმოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ, „ნაცების“ წისქვილზე ასხამს წყალს” – მამუკა მდინარაძე

,,მე მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, თქვენი ყველა ხელის გაქნევა „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ, „ნაცების“ საქმეს ემსახურება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. „შეიძლება ვიღაცა გულწრფელად გაბრაზებული იყოს, ამასაც გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ ეს მათ საქმეს აკეთებს. რა ემოციაც არ უნდა გამოძრავებდეთ, რაც არ უნდა გამწარებულები იყოთ, ყველას მივმართავ აბსოლუტურად, თუკი მათ წინააღმდეგ ხელს გაიქნევთ ეს მათ გამოადგებათ, როგორც ახლა გამოადგათ. საერთოდ ჩამკვდრები იყვნენ, არაფერი ხდებოდა, წინ და უკან დაბოდიალობდნენ და ყველა მათგანი, გარდა „ნაცმოძრაობისა“,…

მეტი...

VIDEO: ,,ასე ღირსეულად, დატირებით გამოაცილა სვანეთმა არჩილი” – დაღუპული მთასვლელის გადმოსვენების კადრები

მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის ცხედარი კლდოვან ფერდობზე იპოვეს. არჩილი ბარდიაშვილი სვანებმა, სვანური დატირებით, ღირსეულად გამოაცილეს უკანასკნელად სვანური მთებიდან. „ასე ღირსეულად გამოაცილა სვანეთმა არჩილი… სვანური ზარი… სვანური დატირება… დედას შვილი გამოატანეს ბიჭებმა…“, – წერენს სოციალურ ქსელში, სადაც არჩილის გადმოსვენების კადრებია გადაღებული.

მეტი...

,,ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო, ეს ჩაიწერება გინესების წიგნშიც” – ნინო სალუქვაძე

,,ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო”, – ამის შესახებ ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა. ,,ჩემთვის საამაყო იყო ის, რომ გავუთანასწორდით მამაკაცებს ქალები. მხოლოდ ერთი კაცია კანადელი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა 10 ოლიმპიადაზე, ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო. ეს ჩაიწერება გინესების წიგნშიც. ვიმედოვნებ, რომ მე-11 ოლიმპიადაზე წავალ მხოლოდ მწვრთნელის ამპლუაში და გავყვები არა ერთს, არამედ რამდენიმე ტყვიის მსროლელს და აუცილებლად გამოერევიან ქალბატონებიც, რომლებიც აიღებენ მედლებს”, – განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

მეტი...

მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის გაუქმებულ სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის გაუქმებულ სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს. მაშველებმა მეექვსე სართულზე, ერთ-ერთი ბინის კედელი მეპატრონის თანხმობით გამოტეხეს და კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. საბედნიეროდ, ეს შემთხვევა მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ამის შემდეგ, ის ამავე ოჯახში იცხოვრებს. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

მეტი...