„დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“ – ჩინეთი

10 აგვისტოს ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  აღნიშნულ ქმედებას ჩინეთის საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ ეს არღვევს ყველანაირ საერთაშორისო ნორმებს.

„ჩინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული ისრაელის შესაბამისი სამხედრო ოპერაციის გამო, რამაც გამოიწვია მასიური მსხვერპლი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისგან. ჩვენ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც აზიანებს მშვიდობიანი მოსახლეობას, ვეწინააღმდეგებით ყველა ნაბიჯს, რომელიც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მოვუწოდებთ ისრაელს, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გააკეთოს ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რეგიონში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“ – განმარტავენ საგარეო უწყებაში.

ლი ჯიანის განცხადებით,  საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ძალისხმევა სჭირდება ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შესამსუბუქებლად და დასასრულებლად.

 

მსგავსი თემები