,,კურსკის კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დასასრულიც კურსკია” – ზელენსკი

,,კურსკის კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დასასრულიც კურსკია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

,,ჩვენ ვხედავთ, რეალურად როგორ მოძრაობს რუსეთი პუტინის დროს – 24 წლის წინ კურსკის კატასტროფა იყო – მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. და ჩვენ ახლა ვხედავთ, რა არის მისთვის დასასრული. ესეც კურსკია, მისი ომის კატასტროფა. ასე ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და ნებისმიერი წესები სძულს. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა ეს სახლში ბრუნდება. უკრაინას ყოველთვის სურდა მხოლოდ მშვიდობა და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები