“აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში”- განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ ტერნერმა.
ტერნერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, საქართველოსადმი მისი პოლიტიკა უცვლელია.
„მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად“ – აცხადებს მაიკლ ტერნერი.
კონგრესმენი მიიჩნევს , რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.