„გილოცავ დაბადების დღეს, ნიკო! სანამ აქ ვარ, იცოდე, რომ ყოველთვის მჯერა შენი, სხვა ცხოვრებაში შევხვდებით!“ – ნიკო კვარაცხელიას დის ემოციური მიმართვა

დღეს ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღეა. ნიკო, რომელიც 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ასაკში მოკლეს, 25 წლის გახდებოდა.

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნიკოს დის, კატოს ემოციურ მიმართვას, რომლითაც ის ძმას დაბადების დღეს ულოცავს.

„ახლა ძალიან ცოტა რამის მჯერა, მაგრამ სანამ აქ ვარ, იცოდე, რომ ყოველთვის მჯერა შენი.

სხვა ცხოვრებაში შევხვდებით! გილოცავ დაბადების დღეს, ნიკო! შენი კატო“.

მსგავსი თემები