ავტოსაგზაო შემთხვევას ხონში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხონში, სოფელ კუხში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. “საშინელი ხმა მომესმა, გარეთ, რომ გავიხედე მივხვდი, რომ ავარია იყო. ერთი გარდაიცვალა, მგონი 2 დაშავდა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა” – თქვა თვითმხილველმა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ანა ჯაფარიძეს მედალი ჯეკი ჩანმა გადასცა

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველივე დღეს ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, 19 წლის ანა ჯაფარიძემ მოუტანა. მას ჯილდო ჯეკი ჩანმა გადასცა. პარიზში ზაფხულის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბრამდე გასტანს. საქართველო თამაშებზე პარასპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით არის წარმოდგენილი.

მეტი...

მოკლულია დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი და კიდევ ორი მებრძოლი

ისრაელის მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მოკლულია დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი ქალაქ ჯენინში, ვისამ ხაზემი და კიდევ ორი მებრძოლი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ვისამ ხაზემი, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელეს დანარჩენ ორზე, როცა ისინი გაქცევას ცდილობდნენ“-  ნათქვამია განცხადებაში. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამი მამაკაცი მოკლულია ქალაქ ზაბაბდეს მახლობლად, ჯენინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაჯგუფება „ჰამასმა“ ასევე დაადასტურა მათი გარდაცვალება.

მეტი...

აშშ-ში ცნობილი სპორტსმენი და მისი ძმა დაიღუპნენ

აშშ-ში, ჰოკეის ვარსკვლავი ჯონი გოდროსი ძმასთან ერთად დაიღუპა. სპორტსმენს და მის ძმას, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი დაეჯახა. CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევა მათი დის ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, სადაც ძმები მეჯვარეები უნდა ყოფილიყვნენ. სპორტსმენის გუნდმა Columbus Blue Jackets-მა, ჯონი გოდროს გარდაცვალება წარმოუდგენელ ტრაგედიად შეაფასა.

მეტი...

“საზღვარგარეთ დავასრულებთ დაუსრულებელ ომებს”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „საზღვარგარეთ მიმდინარე ომებს“ დაასრულებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ქვეყნის მთავრობაში კორუფციას დაამარცხებს. „ერთად ვიბრძვით ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისთვის, საზღვარგარეთ დავასრულებთ დაუსრულებელ ომებს. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა დავამარცხოთ კორუფცია მთავრობაში, აღვადგინოთ სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე- პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.  

მეტი...

რუსეთში, ბელგოროდის ოლქზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

 ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციიტ, უკრაინის მიერ ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 37 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვია. მისივე განცხადებით, შვიდი მოზრდილი და სამი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. ბელგოროდში დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები, რამდენიმე სოციალური და კომერციული ობიექტი, ავტომობილები. უკრაინის სამხედროებს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

მეტი...

პარლამენტის შენობის კედელზე წარწერის გაკეთბის გამო ორი ახალგაზრდა დააჯარიმეს

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარლამენტის შენობაზე წარწერების ავტორები, ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დააჯარიმა. სამხარაძეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ტატიაშვილს – 2000 ლარის ოდენობით დაეკისრა. ლექსო სამხარაძემ, პარლამენტის შენობაზე წარწერის გაკეთების შემდეგ, სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფაქტის ამსახველი ფოტო და დაწერა: “100 წლის თავზე, ქართველი ხალხის უმეტესობა ისევ აჯანყებულია და ამ აჯანყების შედეგი, არჩევნებში კოლაბორანტი ხელისუფლების მოშორება იქნება. გაუმარჯოს აჯანყებულებს.”  

მეტი...

მეხის დაცემის გამო სომხეთის ატომური ელექტროსადგური გათიშეს

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსპიკერის, სონა არუთიუნიანის განცხადებით, სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოსისტემიდან გამორთეს სისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად, რომელიც მეხის დაცემამ გამოიწვია. „30 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან გამოირთო ავარიული გაჩერების რეჟიმში. ამის მიზეზი გახდა მეხის დაცემა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სისტემებმა სადგური უსაფრთხო გაჩერების რეჟიმში გადაიყვანეს“ – დაწერა არუთიუნიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე. პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და სადგურის თანამშრომლები მის გადატვირთვაზე მუშაობენ.

მეტი...

იენს სტოლტენბერგის განცხადებით უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტპორიაზე კანონიერია

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში კანონიერია და კიევის თავდაცვის უფლების ნაწილს წარმოადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინის გეგმების შესახებ და მათში არანაირი როლი არ უთამაშია. მანამდე ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლელმა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს.  

მეტი...

მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

მომავალ კვირას მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიმართება. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომებს შეწყვეტს. მანამდე კი სესია 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. პარლამენტი ასევე შეიძლება 17-20 სექტემბრის კვირაში შეიკრიბოს. წინასწარი ინფორმაციით, პლენარული სხდომების შეწყვეტამდე პარლამენტი “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტზე მუშაობას დაასრულებს. ასევე, შესაძლოა მეორე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიიღონ.  

მეტი...

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. „განახლებული ინფორმაციით, ხარკოვზე მტრის თავდასხმის შედეგად, 97 ადამიანი დაშავდა, მათგან 22 არასრულწლოვანია“, – წერს სინეგუბოვი „ტელეგრამის“ არხზე. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ხარკოვი გუშინ, 30 აგვისტოს დაბომბეს, რის შედეგადაც, 7 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...