ყინულის გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა

ყინულის გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შემთხვევა ისლანდიაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაახლოებით 25 უცხოელი ტურისტი Breidamerkurjökull-ის მყინვარზე ყინულის გამოქვაბულებს იკვლევდა, როდესაც ოთხი ადამიანი ყინულის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. მათი ცნობით, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი მიყენებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მეტი...

დელფინის მიერ ადამიანზე თავდასხმის 18 შემთხვევა დაფიქსირდა

ქალაქ მიჰამაში, მიმდინარე წელს დელფინის მიერ ადამიანზე თავდასხმის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. დგინდება, რომ ჩვეულებრივ მეგობრული ძუძუმწოვარი გარკვეულ ვითარებაში აგრესიული ხდება და მისი თავდასხმა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ექსპერტების აზრით, თავდასხმების უკან მარტოხელა დელფინი დგას, რომელიც სქესობრივი ურთიერთობის ნაკლებობას განიცდის და ამ დროს აგრესიული ხდება.  

მეტი...

ინდოეთის პრემიერმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა

ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა.  ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. „დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ტელეფონით ვესაუბრე. სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, აზრები გავცვალეთ“ – წერს ნარენდრა მოდი X-ზე. მოდიმ აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფი აღდგენისთვის ინდოეთის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.    

მეტი...

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი 112 წლის გახდა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი 112 წლის გახდა. ჯონ ალფრედ ტინისვუდი 1912 წლის 26 აგვისტოს დაიბადა.  ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. “გინესის წიგნის” მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი 112-ე დაბადების დღეს, დასავლეთ ინგლისის ზღვისპირა ქალაქ საუთპორტში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავს. ტინისვუდის განცხადებით, ამ ასაკამდე მიღწევას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს და ამაში რაიმე განსაკუთრებულს ან სასიხარულოს ვერ ხედვას.

მეტი...

ევროპული ფეხბურთის ლეგენდა 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ევროპული ფეხბურთის ლეგენდა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. 2001 წელს შვედი გახდა ინგლისის კაცთა საფეხბურთო ნაკრების პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც წვრთნიდა ფეხბურთელთა ე.წ  “ოქროს თაობას”, მათ შორის იყვნენ დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი, უეინ რუნი და ფრენკ ლამპარდი. კარიერის განმავლობაში ის წვრთნიდა არაერთ ცნობილ ევროპულ კლუბს, როგორებიცაა “ბენფიკა”, “რომა”, “ფიორენტინა”, “სამპდორია” და “ლაციო”. ერიქსონმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა და მოგვიანებით წვრთნიდა მექსიკასა და კოტ-დ’ივუარს, ასევე ინგლისურ კლუბებს “მანჩესტერ სიტისა” და “ლესტერ სიტის”. 2024 წლის იანვარში ერიქსონს…

მეტი...

ქართველი ქალები, პირველად უშბის მწვერვალზე დამოუკიდებლად ავიდნენ

ქართველი ქალები, პირველად უშბის მწვერვალზე დამოუკიდებლად ავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.  “ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე. არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია და ფოტოებს აქვეყნებს.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხევევა მარნეულში-დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში მანქანა ქვეითს დაეჯახა. მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი გზაზე ნაგვის გადასაყრელად გადადიოდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის გამო, ამ წუთებში მარნეული-ბოლნისის გზაზე საცობია და მოძრაობა შეზღუდულია.  

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიიდან „ლივერპულში“ გადადის

შეთანხმება შედგა – საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიიდან „ლივერპულში“ გადადის. გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილი ლივერპულთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „გიორგი მამარდაშვილი დაახლოებით 1 საათში ვალენსიაშივე ლივერპულის სამედიცინო სტაფის დაქვემდებარებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ქართველი მეკარე ლივერპულთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ვალენსია ლივერპულისგან 35 მილიონ ევროს მიიღებს. გიორგი მამარდაშვილი 1-წლიანი იჯარით ვალენსიაში დარჩება” – წერს ინფორმაციაში.

მეტი...

რუსული ძალების უკრაინაზე მასირებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული ძალების უკრაინაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მსხვერპლია ჟიტომირის, ვოლინის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის სამიზნედ არჩეული იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის კიევის ჰიდროელექტრო სადგური. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა თავდასხმა 100-ზე მეტი რაკეტითა და 100-მდე დრონით განახორციელა.  

მეტი...

ნიგერიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, მანზო ეზეკიელის განცხადებით, წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჯიგავას, ადამავასა და ტარაბას შტატები დააზარალა. ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო 41,344 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.    

მეტი...

ოლაფ შოლცმა ზოლინგენში თავდასხმის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება მოითხოვა

გერმანიის კანცლერმა ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება მოითხოვა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ზოლინგენში ვიზიტისას განაცხადა,  სადაც მან დანით თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების რეპატრიაცია და დეპორტაცია, ვისაც არ შეუძლია ან არ აქვს უფლება, დარჩეს გერმანიაში“ – აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა. 23 აგვისტოს ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შედეგად, რომელშიც 26 წლის სირიელია ეჭვმიტანილი, სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი გერმანიიდან ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა ყოფილიყო დეპორტირებული. ის დააკავეს მკვლელობისა და „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით.  

მეტი...

პაკისტანში 22 ადამიანი მოკლეს

პაკისტანში  22 ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილები გააჩერეს და მგზავრების საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების შემდეგ, ადამიანებს, რომლებიც პენჯაბის რაიონიდან იყვნენ, დახვრიტეს, მათ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა გასამხედროებულმა „ბელუჯის გამათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა 12 თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლეს. დაჯგუფებამ გასული 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში სამთავრობო უწყებებზე თავდასხმებიც მოაწყო, რის შედეგადაც ქალათში 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ხუთი უსაფრთხოების პერსონალი. კიდევ ექვსი ადამიანის ცხედარი ბალოჩისტანში იპოვეს.  

მეტი...

„ტელეგრამის“ დამფუძნებლის, დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის”- მაკრონი

„ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის“ – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთის ტერიტორიაზე პაველ დუროვის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა. „ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ არის. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა.  

მეტი...

დმიტრო კულება უკრაინის მოკავშირეებს ოკუპანტის იერიშების მოგერიებაში დახმარებას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის მოკავშირეებს ოკუპანტის იერიშების მოგერიებაში დახმარებას სთხოვს და დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს. მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და ომის დასასრულებლად, დასავლელმა პარტნიორებმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ: მისცენ კიევს დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ნებართვა და უკრაინის მეზობელმა ქვეყნებმა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მათი საზღვრის სიახლოვეს გაანადგურონ რუსული რაკეტები და დრონები.

მეტი...

ძლიერი ხანძარი ლონდონში – არიან დაშავებულები

ძლიერი ხანძარია ლონდონში. ცეცხლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩნდა. ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია. ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. შენობიდან დროულად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ირანი ისრაელს კვლავ ემუქრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჰამასის ლიდერის მკვლელობასთან დაკავშირებით ირანის საპასუხო ზომა გათვლილი და განსაზღვრული იქნება. ეს განცხადება, „გარდიანის“ ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო ტაიანს შორის სატელეფონო საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. როგორც ირანელმა დიპლომატმა აღნიშნა, მათ დედაქალაქში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შელახვაა, რისი პატიებაც არ შეიძლება.

მეტი...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა „კამიკაძე“ დრონების წარმოების გაზრდა მოითხოვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე“ დრონების წარმოების გაზრდა მოითხოვა. ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დრონების ინსტიტუტის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდას დაესწრო. ოფიციალური ინფორმაციით, გამოცდა წარმატებული იყო. დრონებმა დადგენილი მარშრუტებით იფრინეს, მოძებნეს და გაანადგურეს სამიზნეები. კიმ ჩენ ინი გამოვიდა მოწოდებით, ე.წ. კამიკაძე დრონების წარმოება გაიზარდოს და ჩრდილოეთ კორეის არმია სწრაფად აღიჭურვოს ამ შეიარაღებით. კერძოდ, სააგენტო KCNA-ს ინფორმაციაში საუბარია წყალქვეშა, შეტევით და სადაზვერვო დრონებზე. ცნობისთვის, 2024 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გამოცდის წყალქვეშა დრონს, რომელიც შეიძლება აღიჭურვოს ბირთვული ქობინით. ჩრდილოეთ კორეის…

მეტი...

პალესტინა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ქაოსია ღაზის სექტორში მდებარე დეირ ელ-ბალაჰის კლინიკაში, საიდანაც ევაკუაცია მიმდინარეობს. პაციენტები და პერსონალი, მოქალაქეები შენობას ცლიან. მათ შორის არიან მძიმე ავადმყოფებიც. პალესტინა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს. არაბული პრესა წერს, რომ ისრაელმა შეთანხმებაში ახალი პირობები ჩადო, რისი რეალური მიზანიც ზავის გადავადება იყო. იმუქრება ისრაელიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის ვინც ისრაელს ტკივილს მიაყენებს, თავად დაზიანდება.

მეტი...

,,ცხოვრების მთავარი ჯილდო ოჯახია“ – ლაშა ტალახაძის ფოტოსესია

„მე ვფიქრობ, რომ ცხოვრების მთავარი ჯილდო ოჯახია, ლაშა და ანუკი ნამდვილად დაჯილდოებულები არიან“, – ამის შესახებ Natia Gachava Photography სოციალურ ქსელში წერს და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ოჯახის კადრებს გვიზიარებს. ცნობისთვის, ქართველ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს და მის მეუღლეს ანუკი დემურიას სამი უსაყვარლესი გოგონა ჰყავთ.

მეტი...

,,როგორც 2012 წელს აიღო ენმ-მ თბილისში 27%, ოპოზიციამ კი 68%, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით, ,,ოცნება” ოპოზიციაში გადაბარგდება” – კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როგორც 2012 წელს აიღო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისში 27%, ოპოზიციამ კი 68%, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით, ,,ოცნება” ოპოზიციაში გადაბარგდება!”. „ოცნების“ საარჩევნო კამპანიამ ლოზუნგით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, სტარტი აიღო. ამ სლოგანში მთავარი სიტყვაა „ევროპისკენ“, რადგან თუ ევროპაში არ ვიქნებით, არც მშვიდობა გვექნება, არც ღირსება და არც კეთილდღეობა. ევროპასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული სამყარო ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ევროპის კარი საქართველოსთვის ჩაიკეტება. ე.ი. ეს თავიდანვე დიდი ტყუილი და მორიგი ტრიუკია ქართველი ხალხის…

მეტი...

ლიეტუვა ევროკომისრად ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს

ლიეტუვა ევროკომისრად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს. უცხოური მედიის ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა წერილს, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კანდიდატურას უდასტურებს. კუბილიუსის კანდიდატურას ჯერ კიდევ სჭირდება სეიმის (პარლამენტის) დამტკიცება. სეიმის სპიკერის პირველმა მოადგილემ განუცხადა BNS-ს, რომ პარლამენტმა შესაძლოა რიგგარეშე სხდომა გამართოს 3 სექტემბერს, რათა ამ საკითხს კენჭი უყარონ. ყოფილი პრემიერ მინისტრი, კუბილიუსი 2019 წლიდან იყო ევროპარლამენტის წევრი, ამ წლის დასაწყისში ის ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით. ის არის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების, უკრაინისადმი მხარდაჭერის და…

მეტი...

,,შეგზავნილი ჰყავთ ვიღაც და სპეციალურადაა გაკეთებული” – პატიმრის ოჯახის წევრები ქუთაისის ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ

30 წლის ნიკა ბასილაძის (კენჭაძე) ოჯახის წევრები და ახლობლები ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებასთან არიან შეკრებილი და ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ამ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა თავდასხმა, რის შედეგადაც სასტიკად ნაცემ ახალგაზრდა კაცს, ჯერ ქუთაისის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში ,,ვივამედში” გადაყვანა დასჭირდა. ახლობლები პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისგან პასუხებს ითხოვენ, თუ ვინ დაესხა თავს ციხის საკანში ნიკა ბასილაძეს, რომელიც წესით კარანტინში უნდა ყოფილიყო და პატიმრებს მასთან შეხება არ უნდა ჰქონოდათ. ,,აშკარად რაღაცაა მომხდარი ციხეზე, შეგზავნილი ჰყავთ ვიღაც და სპეციალურადაა გაკეთებული ეს ყველაფერი. იმიტომ რომ 2 კვირა უნდა ყოფილიყო კარანტინში. თუ კარანტინში…

მეტი...

ომბუდსმენის აპარატი ქუთაისის ციხიდან ,,ვივამედში” გადმოყვანილ პატიმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 26 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებული კლინიკა ,,ვივამედში” იმყოფებოდა, რათა გადაემოწმებინა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია N2 დაწესებულებაში ბრალდებულ ნ.ბ.-ს მიერ მიღებული დაზიანებების წარმომავლობისა და მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა N2 პენიტენციურ დაწესებულებაშიც. ,,ამ ეტაპზე, ბრალდებულთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოხერხდა. რწმუნებული შეხვდა და ესაუბრა ექიმს, თუმცა, პერსონალურ ინფორმაციას, პატიმრის თანხმობის არარსებობის გათვალისწინებით, აპარატი არ ავრცელებს. რწმუნებული შეხვდა პატიმრის ოჯახის წევრებსაც. გარდა ამისა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სამედიცინო დოკუმენტაციას გაეცნო და მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად…

მეტი...

,,ეს არის რეალობა, ქვეყანა ვითარდება, განვაგრძობთ წინსვლას” – კახა კალაძე

,,ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესი აღარ რეკეტდება, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა”, – ასე ეხმიანება კახა კალაძე მედიასთან „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11 წლიანი პროგრესით მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ბევრი მიმართულებით ვითარდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. „ეს არის რეალობა. ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესის ტერორი არ ხდება, როგორც წლების განმავლობაში იყო. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ რეალობაზე, გამოწვევები არსებობს, მაგრამ როცა თეთრზე შავს გეუბნებიან, მიუღებელია. მაგალითად, გამჭვირვალობის…

მეტი...

,,პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მოღალატეობრივი ქმედებებით აზიანებდა და დღესაც აზიანებს ქვეყანას, აქვს არსებობის უფლება?” – კახა კალაძე

„კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე. აქ ოპოზიციის გაუქმებაზე საუბარი აბსურდია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას არ გეგმავს და ამ საკითხზე საუბარი არის სპეკულაციების ნაწილი. „ჩვეულებრივი სპეკულაციებია, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. როგორ ფიქრობთ, აქვს არსებობის უფლება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა დააზიანონ, ქვეყნის მომავალს საფრთხე შეუქმნან. გვაქვს კონკრეტული მაგალითი – 2008 წლის ომში მათი მოღალატეობრივი ქმედებები. მათი გაუაზრებელი…

მეტი...

,,რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით ასი ,,შაჰიდი” გაუშვა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს მიტანილ იერიშებს. ზელენსკიმ ამ დარტყმას უწოდა ,,ერთ-ერთი ყველაზე მძიმე” ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტითა და დაახლოებით ასი ,,შაჰიდით”. მისი თქმით, ამ დარტყმების სამიზინე იყო კრიიტკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ,,ჩვენი რეგიონების უმეტესობაში, ხარკოვის რეგიონიდან და კიევიდან ოდესამდე და დასავლეთის რეგიონებამდე”. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის შედეგად დიდი ზიანი მიადგა ენერგეტიკულ სექტორს, თუმცა, მისივე თქმით, სადაც ელექტროენერგია გათიშულია, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ზელენსკიმ დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს “მხოლოდ შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთების უფლებასაც მას მსოფლიო აძლევს. სისუსტე და არასაკმარისი გადაწყვეტილებები საპასუხოდ ტერორს იწვევს”. მისი…

მეტი...

პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა დღეს 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის ავიაიერიშს Reuters-ის უსაფრთხოების კონსულტანტი ემსხვერპლა

უკრაინაში, კრამატორსკზე რუსეთის ავიაიერიშს ბრიტანეთის მოქალაქე ემსხვერპლა. რაიან ევანსი Reuters-ის გადამღები ჯგუფის ნაწილი იყო და ჟურნალისტების უსაფრთხოების კონსულტანტად მუშაობდა. ის და სააგენტოს კიდევ 5 თანამშრომელი ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, როდესაც მას რუსული ჭურვი მოხვდა. „ვუსამძიმრებთ რაიანის ოჯახსა და მეგობრებს. რაიანი ბევრ ჩვენს ჟურნალისტს ეხმარებოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ახალი ამბების გაშუქებაში, ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება“, – განაცხადა Reuters-ის წარმომადგენელმა. სააგენტოში განმარტეს, რომ ევანსი ყოფილი ჯარისკაცი იყო და ჟურნალისტებს უსაფრთხოების მიმართულებით აძლევდა რჩევებს. ის მუშაობდა მედიასთან უკრაინაში, ისრაელში და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. ევანსი 38 წლის იყო. სამძიმარი ევანსის გარდაცვალების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ…

მეტი...

ისლანდიაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ტურისტი დაიღუპა

BBC-ს ცნობით, ისლანდიაში, მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული უცხოელი ტურისტებიდან ერთ-ერთი დაიღუპა. მეორე დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ინციდენტის დროს გაუჩინარებულ კიდევ 2 ტურისტს. ინციდენტი მყინვარ ბრეიდამერკურიოკულზე მოხდა, სადაც ტურისტების 25-კაციანი ჯგუფი გიდთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს ყინულის ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა, 2 კი გაუჩინარდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მყინვარზე ექსკურსიები პოპულარული აქტივობაა და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბრეიდამერკურიოკულზე გასვლა სახიფათო იყო.

მეტი...

საფრანგეთის სასამართლომ ტელეგრამის დამფუძნებელს, პაველ დუროვს წინასწარი პატიმრობის ვადა 48 საათით გაუხანგრძლივა

საფრანგეთში სასამართლომ ტელეგრამის დამფუძნებელს, პაველ დუროვს წინასწარი პატიმრობის ვადა 48 საათით გაუხანგრძლივა. ტელეგრამის დამფუძნებელი 2 დღის წინ პარიზის აეროპორტში დააკავეს. გამოძიება ტელეგრამის საშუალებით დაგეგმილ და მომხდარ კრიმინალურ დანაშაულებს, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერმა ვერ შეძლო უსაფრთხოების დაცვა, რომ მისი პლატფორმა დანაშაულისთვის არ გამოეყენებინათ.

მეტი...

,,სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა” – მარტვილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. საქმე ეხება მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობას. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია უწყების განცხადებაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

უკრაინამ ბელარუსს მოუწოდა, საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს

უკრაინამ ბელარუსს მოუწოდა, საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბელარუსს საზღვართან მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალები და სამხედრო ტექნიკა ჰყავს განთავსებული. უწყება ბელარუსის მხარეს მოუწოდებს, არამეგობრული ქმედებები შეწყვიტონ და ტრაგიკული შეცდომა არ დაუშვან. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 18 აგვისტოს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ნაწილები და აღჭურვილობა განათავსა. მან ასევე განმარტა, რომ „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსები ბირთვული ქობინებით არის აღჭურვილი.

მეტი...

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბნიდან და მელაანიდან, გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაიყვანა. თავშესაფრის დირექტორის, თემურ  ზავრაშვილის ცნობით, დაავადება ერთ-ერთ ოჯახთან მცხოვრებ ძაღლს დაუდგინდა, ამის შემდეგ კი თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა. ,,უკვე 20 დღეა თავშესაფარში კარანტინი გამოვაცხადეთ. დაფიქსირებულია ცოფის შემთხვევები და ამიტომ 30 აგვისტომდე ჩვენ დაკეტილები ვიქნებით. ოჯახები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა პრობლემაა, რომ უკვე 14 ძაღლი მოკვდა და საჭიროა დაკვირვება გაგრძელდეს. თუ სიკვდილის შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, იძულებული ვიქნებით, კარანტინი გავაგრძელოთ”, – განაცხადა ზავრაშვილმა.  

მეტი...

კობა კობალაძე დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დანიის დაჭრილ მებრძოლთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არასამთავრობო ორგანიზაციის „Veteranskytterne”-ს დამფუძნებელს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ,,ვეტერანთა საერთაშორისო კოალიციის” ვიცე- პრეზიდენტსა და დანიის დაჭრილ მებრძოლთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არასამთავრობო ორგანიზაციის ‘’Veteranskytterne”-ს დამფუძნებელს, იაკობ პანტონს შეხვდა. კობა კობალაძემ, მასპინძელს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო, ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტები, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მისი ბენეფიციარების მხრადასაჭერად ახორციელებს. ამავდროულად, აღნიშნა, რომ მიუხედავად სამსახურის, სახელმწიფო და არასამთავრობო ინსტიტუციების თანადგომისა, საქართველოს ვეტერანთა წინაშე, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელთა გადალახვაშიც, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში „სტადიო მარადონაზე“ გამართული პირველივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მის მიერ შესრულებული გადაცემით ანგარიში ნეაპოლელთა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა, 75-ე წუთზე კი ხვიჩამ თავადაც გაიტანა. იტალიის ჩემპიონატის პარტნიორმა ტელეკომპანია DANZ-მა და სხვა წამყვანმა გამოცემებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელეს. სპორტულმა პორტალმა, Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ლიდერის თამაში 8,9 ქულით შეაფასა, Sofascore-მა – 9,2 ქულით, ხოლო Whoscored-მა თითქმის იდეალური შეფასება – 9,8 ქულა დაუწერა.

მეტი...

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მე-16 სართულის ფანჯრიდან ჯერ ცოლი, შემდეგ კი 2 წლამდე ბავშვი გადააგდო

მოსკოვში, 39 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი მე-16 სართულის ფანჯრიდან გადააგდო. ადგილობრივი მედის ცნობით, მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ჯერ ცოლი შემდეგ კი 2 წლამდე ბავშვი გადააგდო, რის შემდეგაც ფანჯრიდან სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყო. მამაკაცი ადგილზე მობილიზებულ პოლიციას საცხოვრებელი სახლის კარს არ უღებდა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...