უკრაინაში რუსეთის ავიაიერიშს Reuters-ის უსაფრთხოების კონსულტანტი ემსხვერპლა

უკრაინაში, კრამატორსკზე რუსეთის ავიაიერიშს ბრიტანეთის მოქალაქე ემსხვერპლა. რაიან ევანსი Reuters-ის გადამღები ჯგუფის ნაწილი იყო და ჟურნალისტების უსაფრთხოების კონსულტანტად მუშაობდა. ის და სააგენტოს კიდევ 5 თანამშრომელი ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, როდესაც მას რუსული ჭურვი მოხვდა.

„ვუსამძიმრებთ რაიანის ოჯახსა და მეგობრებს. რაიანი ბევრ ჩვენს ჟურნალისტს ეხმარებოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ახალი ამბების გაშუქებაში, ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება“, – განაცხადა Reuters-ის წარმომადგენელმა.

სააგენტოში განმარტეს, რომ ევანსი ყოფილი ჯარისკაცი იყო და ჟურნალისტებს უსაფრთხოების მიმართულებით აძლევდა რჩევებს. ის მუშაობდა მედიასთან უკრაინაში, ისრაელში და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. ევანსი 38 წლის იყო.

სამძიმარი ევანსის გარდაცვალების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გამოთქვა.

მსგავსი თემები