„ტელეგრამის“ დამფუძნებლის, დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის”- მაკრონი

„ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის“ – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთის ტერიტორიაზე პაველ დუროვის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ არის. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა.

 

მსგავსი თემები