ნიგერიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, მანზო ეზეკიელის განცხადებით, წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჯიგავას, ადამავასა და ტარაბას შტატები დააზარალა.

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო 41,344 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

 

 

მსგავსი თემები