უკრაინამ ბელარუსს მოუწოდა, საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს

უკრაინამ ბელარუსს მოუწოდა, საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბელარუსს საზღვართან მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალები და სამხედრო ტექნიკა ჰყავს განთავსებული.

უწყება ბელარუსის მხარეს მოუწოდებს, არამეგობრული ქმედებები შეწყვიტონ და ტრაგიკული შეცდომა არ დაუშვან.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 18 აგვისტოს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ნაწილები და აღჭურვილობა განათავსა. მან ასევე განმარტა, რომ „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსები ბირთვული ქობინებით არის აღჭურვილი.

მსგავსი თემები