დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მე-16 სართულის ფანჯრიდან ჯერ ცოლი, შემდეგ კი 2 წლამდე ბავშვი გადააგდო

მოსკოვში, 39 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი მე-16 სართულის ფანჯრიდან გადააგდო. ადგილობრივი მედის ცნობით, მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ჯერ ცოლი შემდეგ კი 2 წლამდე ბავშვი გადააგდო, რის შემდეგაც ფანჯრიდან სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყო.

მამაკაცი ადგილზე მობილიზებულ პოლიციას საცხოვრებელი სახლის კარს არ უღებდა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები