,,ეს არის რეალობა, ქვეყანა ვითარდება, განვაგრძობთ წინსვლას” – კახა კალაძე

,,ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესი აღარ რეკეტდება, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა”, – ასე ეხმიანება კახა კალაძე მედიასთან „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11 წლიანი პროგრესით მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ბევრი მიმართულებით ვითარდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს არის რეალობა. ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესის ტერორი არ ხდება, როგორც წლების განმავლობაში იყო. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ რეალობაზე, გამოწვევები არსებობს, მაგრამ როცა თეთრზე შავს გეუბნებიან, მიუღებელია. მაგალითად, გამჭვირვალობის კანონი როგორ შეიძლება იყოს ცუდი ან არაევროპული. განვაგრძობთ წინსვლას, ხელს შევუწყობთ ბიზნესს სხვადასხვა პროგრამით.

ზოგადად, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები