ოლაფ შოლცმა ზოლინგენში თავდასხმის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება მოითხოვა

გერმანიის კანცლერმა ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება მოითხოვა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ზოლინგენში ვიზიტისას განაცხადა,  სადაც მან დანით თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების რეპატრიაცია და დეპორტაცია, ვისაც არ შეუძლია ან არ აქვს უფლება, დარჩეს გერმანიაში“ – აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

23 აგვისტოს ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შედეგად, რომელშიც 26 წლის სირიელია ეჭვმიტანილი, სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი გერმანიიდან ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა ყოფილიყო დეპორტირებული. ის დააკავეს მკვლელობისა და „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით.

 

მსგავსი თემები