გიორგი მამარდაშვილი ვალენსიიდან „ლივერპულში“ გადადის

შეთანხმება შედგა – საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიიდან „ლივერპულში“ გადადის. გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილი ლივერპულთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„გიორგი მამარდაშვილი დაახლოებით 1 საათში ვალენსიაშივე ლივერპულის სამედიცინო სტაფის დაქვემდებარებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ქართველი მეკარე ლივერპულთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ვალენსია ლივერპულისგან 35 მილიონ ევროს მიიღებს. გიორგი მამარდაშვილი 1-წლიანი იჯარით ვალენსიაში დარჩება” – წერს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები