ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. მთავრობის მეთაური საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფება. პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში  28 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 250 ათას ლარს მიიღებს.  

მეტი...

საფრანგეთში სარკინიგზო ქსელი დააზიანეს-სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეფერხებულია

საფრანგეთში ჩქაროსნული რკინიგზის ოპერატორი კომპანია SNCF აცხადებს, რომ სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური აქტები განხორციელდა, რამაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეაფერხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ღამით ერთდროულად რამდენიმე მავნებლური აქტი განხორციელდა, მათ შორის რკინიგზის ხაზების გასწვრვივ ინსტალაციებისთვის ცეცხლის წაკიდების რამდენიმე შემთხვევა. მათი ინფორმაციით, ვანდალური აქტები შეეხო იმ ხაზებს, რომლებიც პარიზს საფრანგეთის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს, რამაც სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა – გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილი, მატარებლების ნაწილი კი გადამისამართდა სხვა მიმართულებებით. „ეს არის დიდი მასშტაბის თავდასხმა, რომლის მიზანია ქალაქთაშორისი სარკინიგზო ქსელის პარალიზება“- განაცხადა SNCF-ის წარმომადგენელმა სააგენტო…

მეტი...

„ვიპოვეთ ორივე ცოცხალია“- სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

ახლობლების ინფორმაციით, სვანეთში ექვსდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. მათივე თქმით, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი თავად გამოვიდნენ კონტაქტზე. “ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია”- წერს ანა წერედიანი. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.  

მეტი...

“ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ”- ტრამპი

„პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ” – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ტრამპი ამბობს, რომ გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდება. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, ეს ომის მანქანაა, თქვენ ომის მანქანას უპირისპირდებით. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი ომს აწარმოებენ. გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდა და მე მას ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ბევრი რუსი იღუპება, მაგრამ ბევრი უკრაინელიც…

მეტი...

„განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის?“- პაპუაშვილი

„განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციას მოსახლეობა ყველგან მოსთხოვს პასუხს. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ, რომ მოსცილდნენ საკუთარ ფეისბუკ-გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ.  და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ…

მეტი...

„ოპოზიცია რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე ალაპარაკდა“- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკა რუსეთის დასანქცირებასთან დაკავშირებით შეცვლილია. როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი  რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. „ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას, ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან  მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციისგან  ახალი არაა. ეს მათი ნირი და წესია“- ამბობს პაპუაშვილი.  

მეტი...

“ქართული ოცნების” პარტია კორუმპირებულია და რუსეთს დაუწვა”- ყინზინგერი

„საქართველო, დაამარცხე “ქართული ოცნების” პარტია“ – წერს ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში. ყინზინგერი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კორუმპირებულია. “ქართული ოცნების” პარტია კორუმპირებულია და რუსეთს დაუწვა. ქართველებს აქვთ შანსი, რომ ეს კურსი გამოასწორონ. თუ ამას არ იზამენ, ვშიშობ, რომ საქართველო დაიკარგება.  საქართველო, დაამარცხე “ქართული ოცნების” პარტია. კორუმპირებული ივანიშვილისგან დაიბრუნე შენი ქვეყანა. აშშ-ის მთავრობამ უნდა დაასანქციროს ის“- წერს ის.  

მეტი...

„საგზლად აქვთ ერთი პური და თხილი“- სვანეთში ახალგაზრდები ექვსი დღეა დაკარგულები არიან

სვანეთში ორ ახალგაზრდას ადგილობრივები მე-6 დღეა ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილობრივი ანა წერედიანი ვარაუდობს, რომ დაკარგულები არ იმყოფებიან კარგ მდგომარეობაში, რადგან მათ საკვების მარაგი არა აქვთ. „უკვე მეექვსე დღე გამოდის და საგზლად აქვთ წაღებული ერთი პური და თხილი. სავარაუდოდ, ახლა არ არიან კარგ მდგომარეობაში და ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია“- ამბობს ანა წერედიანი.   სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ვერტმფრენით ეძებენ

მეტი...

ისრაელი საფრანგეთს,შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

ისრაელი საფრანგეთს ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს. როგორც ფრანგული მედია წერს, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას წერილის საშუალებით აცნობა. „ზოგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ მხიარული მოვლენის აღნიშვნას“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ფრანგ კოლეგას. თავის მხრივს, პალესტინის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოლიმპიადაზე ისრაელის მონაწილეობის აკრძალვას ითხოვდნენ.  

მეტი...

ტეხასში მექსიკელი ნარკობარონის შვილი დააკავეს

ტეხასში მექსიკელი ნარკობარონი „ელ მაიო“ და „ელ ჩაპოს“ ვაჟი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.  ამავე ცნობით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო (HSI) სააგენტოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტეხასში, ელ-პასოში, მექსიკელი ნარკობარონი ისმაელ „ელ მაიო“ სამბადა და მისი ყოფილი პარტნიორის ვაჟი, ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანი დააკავეს. სამბადა მექსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკომოვაჭრეა და წარსულში სინალოას კარტელი „ელ ჩაპოსთან“ ერთად დააარსა.

მეტი...

“დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს”- კამალა ჰარისი

“დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს” – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. როგორც ჰარისი ამბობს, დებატები 10 სექტემბერს უნდა შემდგარიყო. „დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ. 10 სექტემბერს წინასწარ შეთანხმებულ დებატებს დავთანხმდი. ის ამას ადრე დათანხმდა. ახლა, როგორც ჩანს, ის უკან იხევს“ – განაცხადა კამალა ჰარისმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებს არ დათანხმდება, სანამ „დემოკრატები“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალურად არ შეთანხმდებიან.    

მეტი...

“ჩინეთი მუშაობს რუსეთის მიერი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გადაწყვეტისთვის“- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკების დროს მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის. ამის შესახებ კულებამ მედიას განუცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, არამედ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პრობლემის მდგრადი, სტრატეგიული გადაწყვეტისთვის“- განაცხადა კულებამ.

მეტი...

„არცერთი დრონი არ იქნება ზედმეტი“- სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებენ

სვანეთში ორი ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ეძებენ, როგორც მაშველები, ასევე  მოხალისეები. ადგილობრივი ანა წერედიანი სოციალირ ქსელში წერს, რომ ლენტეხიდან დრონებით იმუშავებენ, თუმცა მათ ჩანაცვლება სჭირდებათ. „ვერტმფრენი მიფრინდა, მაშველების რაღაც ნაწილი მიიყვანა. ზემო სვანეთიდან ისევ მიდიან მოხალისეები. ლენტეხიდან იმუშავებენ დრონებით. არცერთი დრონი არ იქნება ზედმეტი! (უკვე თითოელი წუთი იმდენად მნიშვნელოვანია – გვინდა დამჯდარი დრონები უცებ ჩავანაცვლოთ) 597 568 228 – დაუკავშირდით დათოს. ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ კარგი ხალხის სიცოცხლისთვის გაწუხებთ!“- წერს ანა წერედიანი სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ვერტმფრენით ეძებენ  

მეტი...

სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ვერტმფრენით ეძებენ

სვანეთში ორი ახალგაზრდის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებენ.

მეტი...

თეთრ სახლში ბაიდენისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს ისრაელის მხარდაჭერისთვის. „ბატონო პრეზიდენტო, ერთმანეთს 40 წელია, ვიცნობთ და თქვენ იცნობთ ყველა პრემიერ-მინისტრს, ვინც 50 წლის განმავლობაში ყოფილა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ 50-წლიანი საჯარო სამსახურისთვის და ისრაელის სახელმწიფოს 50-წლიანი მხარდაჭერისთვის“, – მიმართა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ჯო ბაიდენთან მუშობის გაგრძელებას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ლიდერებს სასაუბრო ბევრი აქვთ. მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდება, ხოლო 26 ივლისს ნეთანიაჰუ მოლაპარაკებებს…

მეტი...

Fitch-მა უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი შეამცირა

საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი დააქვეითა. შესაბამისი რეიტინგი სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი “C”-დან “CC”-მდე დააქვეითა. Fitch-ი აღნიშნავს, რომ კრედიტორებთან შეთანხმება ითვალისწინებს ვადების არსებითად შემცირებას, მათ შორის ძირითადი თანხისა და პროცენტების შემცირებას, ასევე დაფარვის ვადების გახანგრძლივებას. სააგენტო ელის, რომ უკრაინა არ მოემსახურება თავის საგარეო კომერციულ ვალს, მათ შორის 2026 წლის ევროობლიგაციების კუპონს, რომლის გადახდაც 1-ელ აგვისტოს უწევს, სანამ ობლიგაციების მფლობელებთან რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება საბოლოოდ არ იქნება დასრულებული.  

მეტი...

ღაზის სექტორში ხუთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ხუთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.  აღნიშნულთან დაკავშირებით, „როიტერი“ წერს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხუთივე მძევალი 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ერთ-ერთი 56 წლის მაია გორენია, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ის კიბუც ნირ ოზზე თავდასხმის დროს მოკლეს. დანარჩენი ოთხი კი ჯარისკაცი იყო. ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა გაავრცელა განცხადება, სადაც მადლობას უხდის ისრაელის ჯარისკაცებს, რომლებმაც გუშინ ღაზაში ხუთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს და სოლიდარობას უცხადებს მათ ოჯახებს. „ჩვენი მოვალეობაა, სახლში მივიყვანოთ ყველა,  ისინი, ვინც ცოცხლები არიან და ისინიც, ვინც ისრაელში დასაკრძალად უნდა დავაბრუნოთ“, –…

მეტი...

“საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის კურსს” – მდინარაძე

“საქართველო არასდროს შეცვლის კურსს, რადგან ჩვენი საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს გვიწერია კონსტიტუციაში. ეს არის ევროპული გზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის ამ კურსს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით,  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ვინმეს უნდა, კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი, ცალ ფეხზე დგომა, „ქართული ოცნება“ ამაზე ვერ წაჰყვება. „ჩვენს საარჩევნო სლოგანშიც შემთხვევით არ ჩაგვიწერია ეს სიტყვა – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით მხოლოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მრწამსიც და ეს არის ჩვენი მიმართულებაც. თუ ფიქრობთ, რომ ევროპული გზა ომით, უბედურებით, საკუთარი ჯარისკაცების და მოსახლეობის…

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7160 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9469 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

მეტი...

„ახლა ჩვენ გვყავს დასამარცხებელი ახალი მსხვერპლი, მატყუარა კამალა“ – ტრამპი

“კამალა ჰარისი თეთრ სახლში თუ შევა, იქნება ყველაზე რადიკალი, უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტი, ვინც ოდესმე დაიკავებს თეთრ სახლს, არასოდეს ყოფილა ასეთი გიჟი თეთრ სახლში”, – განაცხადა  აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატების დამარცხება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ქვეყანა განადგურდება. „ახლა ჩვენ გვყავს დასამარცხებელი ახალი მსხვერპლი, მატყუარა კამალა. ყველაზე არაკომპეტენტური და მემარცხენე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. ახლა მოიყვანეს ის, ვინც ბაიდენზე უარესია, რადგან ბაიდენი ყალბი ლიბერალია. ბაიდენი არც ისე ლიბერალი იყო. ის ყალბი იყო. კამალა ჰარისი ნამდვილი ლიბერალია. და მას აქვს ახალი ხაზი, თქვენ იცით,…

მეტი...

“რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა” – დიმიტრი პესკოვი

“რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე”, –    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. „რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე და რამდენად აქვს მას ამის ნებართვა მისი ზედამხედველებისგან. ხედავთ, რომ ძალიან განსხვავებული განცხადებები კეთდება, რომლებიც ჯერ ბოლომდე გასაგები არ არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ ჯერ ბევრი საკითხია გასარკვევი. „ზელენსკის ლეგიტიმურობის ზოგადი პრობლემის გარდა, არსებობს პრობლემა რუსულ მხარესთან ნებისმიერი კონტაქტისა და მოლაპარაკებების შესახებ საკანონმდებლო აკრძალვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ…

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ოფიციალური წერილით მიმართა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ოფიციალური წერილით მიმართა, ევროკომისრების თანამდებობებზე თავიანთი ქვეყნების კანდიდატურები წარადგინონ. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს აგვისტოს ბოლომდე აქვთ ვადა, შეარჩიონ პოტენციური ევროკომისრები, რომლებთანაც ინტერვიუებს უკვე ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩაატარებს. თითოეულ ქვეყანას ერთი კომისარი ჰყავს. გერმანიიდან ეს კანდიდატი არის თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი იქნება. ევროკომისართა ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების შემდეგ ისინი პოსტზე ოფიციალურად ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, სადაც კენჭისყრამდე ამ კანდიდატურების მოსმენა გაიმართება.

მეტი...

აზერბაიჯანი სომხეთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს

“აშშ-ის სამხედრო წვრთნები სომხეთში, საფრანგეთისგან შეიარაღების მიღება და ევროკავშირის სამხედრო დახმარება ახალისებს სომხეთს, განახორციელოს პროვოკაციები და მიუთითებს მის მზადებაზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგი ომისთვის”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, ქალბაჯარის მიმართულებით მძიმე შეიარაღების გამოყენებით და თოვუზის მიმართულებით კვადკოპტერების გამოყენებით, სომხეთმა პროვოკაციები ჩაიდინა. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ სომხეთმა და მისმა მხარდამჭერებმა თავი უნდა შეიკავონ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი კონფლიქტის ზონის შექმნისგან. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეს პროვოკაციული ქმედებები არ შეჩერდება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მიიღებენ აუცილებელ საპასუხო ზომებს თავდაცვის მიზნით მათ ხელთ არსებული…

მეტი...

„რუსული დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე იპოვეს“ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ დაადასტურა, რომ რუსეთის დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მინისტრის განცხადებით, რუმინეთმა მომხდარის შესახებ თავის მოკავშირეებს აცნობა. „უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთმა მორიგი საშინელი თავდასხმები განახორციელა. ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობეთ ჩვენს მოკავშირეებს და მათთან კოორდინაციაში ვართ. რუმინეთი მკაცრად გმობს ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს“, – წერს რუმინელი დიპლომატი სოციალურ ქსელ X-ში. უკრაინის სამხრეთის მიმართულებით რუსეთმა გუშინ „შაჰედის“ დრონებით იერიში განახორციელა, რა დროსაც დაიბომბა მდინარე დუნიაზე მდებარე იზმაილის პორტი. ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის დროს რუმინეთმა „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გაუშვა. ასევე, სპეციალისტები გაგზავნა უკრაინის საზღვართან მდებარე…

მეტი...

„გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“ – იური კიმი

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მეგობრობის მცდელობა გონივრულია“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, იური კიმმა განაცხადა. „რუსეთი რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეიჭრა, გარდა ისტორიის უცნაური შეცვლის სურვილისა და რწმენისა, რომ ახლო საზღვარგარეთს კრემლი უნდა მართავდეს. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მეგობრობის მცდელობა გონივრულია“, – განაცხადა იური კიმმა.

მეტი...

ტაივანისა და ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი „გაემი“ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მიუახლოვდა

BBC-ის ინფორმაციით, ტაივანში ქარიშხალს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. რაც შეეხება ფილიპინებს, ქვეყანაში სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ტაიფუნის შედეგად ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს საწვავით დატვირთული გემი ჩაიძირა. როგორც Reuters-ი წერს, გემზე 1.5 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული საწვავი იყო განთავსებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემ MT Terra Nova-ზე მყოფი ეკიპაჟის ერთი წევრი ზღვაში დაიკარგა, დანარჩენი 16 მეზღვაური კი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.

მეტი...

დანია და ნიდერლანდები უკრაინას ტანკებს გადასცემენ

ნიდერლანდები და დანია უკრაინას ტანკებს გადასცემენ. ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ზაფხულის ბოლომდე უკრაინაში ლეოპარდ 2A4-ის 14 ტანკს გაგზავნის. ტანკები, რომელიც ნიდერლანდებმა დანიასთან ერთად გასულ წელს შეიძინა, გერმანულმა კონცერნმა, Rheinmetall-მა შეაკეთა.

მეტი...

“არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ჩინეთმა ურყევად დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კულებამ ჩინელ კოლეგასთამ, ვან ისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კულებას განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეთანხმება, რომ საჭიროა არა მშვიდობის ილუზია, არამედ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. „ჩინეთმა ურყევად დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აუქმებს მთელ რიგ ინსინუაციებს. ჩემმა ჩინელმა კოლეგამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეთანხმება, რომ ჩვენ გვჭირდება არა მშვიდობის ილუზია, არამედ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ. ჩვენ არ უნდა…

მეტი...

“სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი, გარდა თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვისა” -სომხეთის საგარეო უწყება

“საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვის გარდა”, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, არმიის რეფორმების პროცესში სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. „სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის დიპლომატიური არხებით და საჯაროდ გაცხადებული წინადადებები სასაზღვრო ინციდენტების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მექანიზმის შექმნის მიზნით, კვლავაც აზერბაიჯანის მხრიდან უპასუხოდ რჩება. ასეთი მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელს გახდის, გაირკვეს ნებისმიერი ვითარება და თავიდან იქნას აცილებული ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამავე…

მეტი...

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა 18 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა

საფრანგეთის პოლიციამ 18 წლის მამაკაცი დააკავა,  რომელიც მათივე ინფორმაციით, თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა. სამართალდამცველების განცხადებაში აღნიშნული არ არის, რომ პოტენციური თავდასხმები პარიზის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაც 26 ივლისსაა დაგეგმილი. პოლიციის ცნობით, დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი როგორც პირადად, ისე სოციალური ქსელების საშუალებით კონტაქტზე იმყოფებოდა ორი დღის წინ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში დაკავებულ ახალგაზრდასთან, რომელიც ასევე 18 წლისაა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ახალგაზრდები რამდენიმე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ.

მეტი...

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. „საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო…

მეტი...

„რუსეთისა და ჩინეთის გარეშე მშვიდობიანი მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება“ -პეტრ პაველი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ პაველი უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივებში რუსეთისა და ჩინეთის ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მან სააგენტო CTK-სთან ინტერვიუში განაცხადა. პაველის განცხადებით, ის 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომში გარკვეულ ახალ ძვრებს ელოდება. ამის ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში არჩევნებს, ასევე რუსეთსა და უკრაინაში ომით მზარდ დაღლილობას. სამშვიდობო სამიტში რუსეთის ჩართვის შესაძლებლობის შესახებ შეკითხვაზე პასუხად პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ ჯერ უცნობია, რეალურია თუ არა ეს, თუმცა „აუცილებელი და სასურველია“.  მან  ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აზრს მოკლებული იქნება,…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვის ოლქის სოფლები დაბომბა – დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფლები: პოდოლი, კუპიანსკ-უზლოვოი და პრიკოლოტნოიე დაბომბა. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაიღუპა 48 წლის კაცი, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დააზიანა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.  

მეტი...

პრეზიდენტი ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნით ღონისძიებას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად, დღეს გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდეტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ოლიმპიადის გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებს. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ,,პარიზი – 2024″ ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამს დაესწრება, რომელიც ლუვრში გაიმართება. ,,პარიზი – 2024“ ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და…

მეტი...

ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

Reuters-ის ინფორმაციით, ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს.  გამოძიების ფარგლებში ანტვერპენში, ლიეჟში, გენტსა და ბრიუსელში მდებარე 14 სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. „სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები ჯერ დადგენილი არ არის“, – განაცხადეს პროკურატურაში.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები ტაილანდში უვიზოდ იმოგზაურებენ

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა.  60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის თქმით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის. უვიზო მიმოსვლა 15 ივნისიდან ამოქმედდა.

მეტი...