“რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა” – დიმიტრი პესკოვი

“რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე”, –    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

„რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე და რამდენად აქვს მას ამის ნებართვა მისი ზედამხედველებისგან. ხედავთ, რომ ძალიან განსხვავებული განცხადებები კეთდება, რომლებიც ჯერ ბოლომდე გასაგები არ არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ ჯერ ბევრი საკითხია გასარკვევი.

„ზელენსკის ლეგიტიმურობის ზოგადი პრობლემის გარდა, არსებობს პრობლემა რუსულ მხარესთან ნებისმიერი კონტაქტისა და მოლაპარაკებების შესახებ საკანონმდებლო აკრძალვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და განმარტებები უნდა მოვისმინოთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი თემები