„რუსეთისა და ჩინეთის გარეშე მშვიდობიანი მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება“ -პეტრ პაველი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ პაველი უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივებში რუსეთისა და ჩინეთის ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მან სააგენტო CTK-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პაველის განცხადებით, ის 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომში გარკვეულ ახალ ძვრებს ელოდება. ამის ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში არჩევნებს, ასევე რუსეთსა და უკრაინაში ომით მზარდ დაღლილობას.

სამშვიდობო სამიტში რუსეთის ჩართვის შესაძლებლობის შესახებ შეკითხვაზე პასუხად პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ ჯერ უცნობია, რეალურია თუ არა ეს, თუმცა „აუცილებელი და სასურველია“.  მან  ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აზრს მოკლებული იქნება, თუ მოსკოვი გააგრძელებს ისე მოქმედებას, როგორც ამ დრომდე მოქმედებს, კერძოდ, ფაქტობრივად, უკრაინის კაპიტულაციის პირობების წარდგენით.

„თუმცა მაგიდასთან რუსეთისა და ჩინეთის გარეშე მშვიდობიანი მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

ჩეხეთის პრემიერის განცხადებით, მოსკოვზე ჩინეთის რეალური ზეწოლის გარეშე შეუძლებელი იქნება, რუსეთს ქმედებები შეაცვლევინო.

 

მსგავსი თემები