ტაივანისა და ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი „გაემი“ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მიუახლოვდა

BBC-ის ინფორმაციით, ტაივანში ქარიშხალს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. რაც შეეხება ფილიპინებს, ქვეყანაში სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ტაიფუნის შედეგად ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს საწვავით დატვირთული გემი ჩაიძირა. როგორც Reuters-ი წერს, გემზე 1.5 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული საწვავი იყო განთავსებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემ MT Terra Nova-ზე მყოფი ეკიპაჟის ერთი წევრი ზღვაში დაიკარგა, დანარჩენი 16 მეზღვაური კი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.

მსგავსი თემები