“ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ”- ტრამპი

„პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ” – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპი ამბობს, რომ გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდება.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, ეს ომის მანქანაა, თქვენ ომის მანქანას უპირისპირდებით. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი ომს აწარმოებენ. გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდა და მე მას ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ბევრი რუსი იღუპება, მაგრამ ბევრი უკრაინელიც იღუპება, ეს სრული არეულობაა. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ბაიდენს ეს არ უნდა დაეშვა“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები