“ქართული ოცნების” პარტია კორუმპირებულია და რუსეთს დაუწვა”- ყინზინგერი

„საქართველო, დაამარცხე “ქართული ოცნების” პარტია“ – წერს ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში. ყინზინგერი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კორუმპირებულია.

“ქართული ოცნების” პარტია კორუმპირებულია და რუსეთს დაუწვა. ქართველებს აქვთ შანსი, რომ ეს კურსი გამოასწორონ. თუ ამას არ იზამენ, ვშიშობ, რომ საქართველო დაიკარგება.  საქართველო, დაამარცხე “ქართული ოცნების” პარტია. კორუმპირებული ივანიშვილისგან დაიბრუნე შენი ქვეყანა. აშშ-ის მთავრობამ უნდა დაასანქციროს ის“- წერს ის.

 

მსგავსი თემები