„არცერთი დრონი არ იქნება ზედმეტი“- სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებენ

სვანეთში ორი ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ეძებენ, როგორც მაშველები, ასევე  მოხალისეები. ადგილობრივი ანა წერედიანი სოციალირ ქსელში წერს, რომ ლენტეხიდან დრონებით იმუშავებენ, თუმცა მათ ჩანაცვლება სჭირდებათ.

„ვერტმფრენი მიფრინდა, მაშველების რაღაც ნაწილი მიიყვანა. ზემო სვანეთიდან ისევ მიდიან მოხალისეები.

ლენტეხიდან იმუშავებენ დრონებით. არცერთი დრონი არ იქნება ზედმეტი! (უკვე თითოელი წუთი იმდენად მნიშვნელოვანია – გვინდა დამჯდარი დრონები უცებ ჩავანაცვლოთ) 597 568 228 – დაუკავშირდით დათოს. ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ კარგი ხალხის სიცოცხლისთვის გაწუხებთ!“- წერს ანა წერედიანი

სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ვერტმფრენით ეძებენ

 

მსგავსი თემები