“დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს”- კამალა ჰარისი

“დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს” – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. როგორც ჰარისი ამბობს, დებატები 10 სექტემბერს უნდა შემდგარიყო.

„დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ. 10 სექტემბერს წინასწარ შეთანხმებულ დებატებს დავთანხმდი. ის ამას ადრე დათანხმდა. ახლა, როგორც ჩანს, ის უკან იხევს“ – განაცხადა კამალა ჰარისმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებს არ დათანხმდება, სანამ „დემოკრატები“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალურად არ შეთანხმდებიან.

 

 

მსგავსი თემები