ისრაელი საფრანგეთს,შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

ისრაელი საფრანგეთს ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს. როგორც ფრანგული მედია წერს, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას წერილის საშუალებით აცნობა.

„ზოგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ მხიარული მოვლენის აღნიშვნას“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ფრანგ კოლეგას.

თავის მხრივს, პალესტინის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოლიმპიადაზე ისრაელის მონაწილეობის აკრძალვას ითხოვდნენ.

 

მსგავსი თემები