“ჩინეთი მუშაობს რუსეთის მიერი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გადაწყვეტისთვის“- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკების დროს მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის. ამის შესახებ კულებამ მედიას განუცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, არამედ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პრობლემის მდგრადი, სტრატეგიული გადაწყვეტისთვის“- განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები