პუტინთან და სი ძინპინთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ორბანი ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა ფლორიდაში, მის რეზიდენციაში. ,,სამშვიდობო მისია 5.0 დიდი პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სტუმრობა მარ-ა-ლაგოში. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის აპირებს მის მოგვარებას!”, – დაწერა ორბანმა X-ზე. ტრამპი შეხვედრას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს რაც შეიძლება მალე. ,,ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!”, – დაწერა ტრამპმა.  

მეტი...

სანქციები მკაცრდება! – მოქალაქე 1000-დან 100 000 ლარამდე დაჯარიმდება

უკანონო თევზჭერასა და ზღვის დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, ელექტროდენით, ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი, ასევე მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 320-იდან 400 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. აღნიშნული კანონი მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილება. საუბარია, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის…

მეტი...

თავი აარიდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 524 223 ლარის გადახდას – დაკავებულია ერთი ადამიანი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 1 524 223 ლარის ოდენობით”,- წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე ვადით.

მეტი...

,,ზეიამ გუშინ ვიზიტი დაიწყო, რათა აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ “ოცნების” ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს” – ამერიკის საელჩო

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. სამოქალაქო სექტორის ნაწილთან შეხვედრა გუშინაც გაიმართა. ,,სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაიწყო, რათა ხაზგასმით აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ მმართველი პარტიის ქმედებები და რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ასევე, აღენიშნა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ყველასთვის ფუნდამენტური თავისუფლებების მნიშვნელობა. ამასთანავე, მდივნის მოადგილე ზეიამ განმეორებით დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის პირველ დღეს მოადგილემ…

მეტი...

„სადაც NATO გამოჩნდება, არეულობა და ქაოსია“ – ჩინეთი ნატოს სამიტის დეკლარაციაზე  

ნატოს სამიტის დეკლარაციასთან დაკავშირებით, რომელიც რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და ჩინეთზეც არის საუბარი, ოფიციალური პეკინი კრიტიკას გამოხატავს. კერძოდ, დოკუმენტში გაკრიტიკებულია ჩინეთი და აღნიშნულია, რომ „ჩინეთი გახდა რუსეთის ომის გადამწყვეტი ძალა უკრაინის წინააღმდეგ“ და „ეს ზრდის რუსეთის საფრთხეს. ასევე, იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო გეგმავს პროგრამების დაწყებას ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ჩინეთის შეკავებაში. ნატოს სამიტის დეკლარაციას ჩინეთში უპასუხეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა აღნიშნა, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არის საშინელი სტატია აზია-წყნარი ოკეანის შესახებ, ცივი ომის მენტალიტეტის პროდუქტი და სავსეა საომარი  რიტორიკით. „მკაცრად ვწუხვართ, ვეწინააღმდეგებით მას…

მეტი...

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას თავდაპირველად გამოცემა “აჭარათაიმსმა” გაავრცელა. შემთხვევა დღეს, 12 ივლისს, დილით მოხდა. გამოცემის ცნობით, 17 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

მეტი...

23-მა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ,,უკრაინის კომპაქტს”

ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, ხელი მოეწერა ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერ დოკუმენტს ,,უკრაინის კომპაქტს”. მას ხელს აწერს 23 ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ,,დააჩქაროს კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”. ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ: მხარი დაუჭირონ უკრაინის აქტუალურ საჭიროებებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში დახმარება და წვრთნები, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობისა და თავდაცვის ინდუსტრიული და საჭირო ეკონომიკური მხარდაჭერია, ორმხრივი მუშაობისა და არსებული მრავალმხრივი მექანიზმების მეშვეობით; დააჩქარონ ძალისხმევა უკრაინის მომავალი შეიარაღებული ძალების შესაქმენლად, რომელიც ინარჩუნებს სანდო თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობებს;…

მეტი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს: „გთავაზობთ ფიზიკის, საბაზო პროფესიული უნარების, სომხური ენისა და მუსიკის გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი თაღლითების მიერ დაგზავნილ შეტყობინებებზე

ბოლო დროს, დაღლითური სქემების გააქტიურება შეინიშნება. უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე მოსახლეობას აფრთხილებს და რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს: „ფოსტის სახელით მოსულ სმს გზავნილები ისევ აქტუალურია, სამწუხაროდ. მიმდინარეობს თაღლითური კამპანია, რომლის დროსაც, SMS -ის საშუალებით მომხმარებლები იღებენ შეტყობინებას, თითქოსდა, საქართველოს ფოსტა ითხოვს მისამართის დაზუსტებას ამანათის ჩასაბარებლად. გზავნილზე აპელირება მაცდურია (ნახევარი საქართველო ონლაინ შოპინგობს, ან გზავნილს ელის ემიგრანტისგან), მაგრამ დააკვირდით ინდიკატორებს, რომლებიც მიგვანიშნებენ თაღლითობაზე: შეტყობინება მოსულია კერძო ნომრიდან, რაც, ჩვეულებრივ, არ ხდება ხოლმე. ტექსტის გაუმართაობა თვალშისაცემია. ასე ქართული ოფიციალური სტრუქტურა, უბრალოდ, ქართული ვისთვისაც მშობლიურია, არ წერს. ბმულის „არარესპექტაბელური“ სახე პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს…

მეტი...

„მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით…

მეტი...

ცნობილია იმ ახალგაზრდას ვინაობა, რომელიც ნაკრების წევრებს ემუქრებოდა – ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე სასამართლომ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, ის ფეხბურთელებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სიძის არყოფნის გამო იყო უკმაყოფილო და ფეხბურთელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”,…

მეტი...

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. ქარმა, მრავალწლოვანი ხეები და ელ. ენერგიის ბოძები მოგლიჯა, ასევე რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. ადგილზე საგანგებო სიტუაციებისა და მერიის შესაბამისი სამსახურები იყო მობილიზებული. მათ ხეებისგან ჩახერგილი გზები გაწმინდეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზარალის დათვლა უახლოეს საათებში დაიწყება.

მეტი...

დღეს პეტრე-პავლობა აღინიშნება

დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე – პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. პეტრე მოციქული ანდრია მოციქულის ძმა იყო, რომელმაც მიიყვანა კიდეც ის ქრისტესთან. წმიდა პეტრეს ცოლი ჰყავდა და სახლი ჰქონდა კაპერნაუმში. ქრისტესაგან ხმობილი გენისარეთის ტბაში თევზის ჭერის დროს, იგი ყოველთვის იშვიათ ერთგულებასა და გამბედაობას იჩენდა, რითაც განსაკუთრებულად იყო დაახლოებული მაცხოვართან, მოციქულებთან – იაკობთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად. მან პირველმა აღიარა ქრისტე მესიად, რის გამოც მიიღო „კლდის“ ზედწოდება; ამ კლდეზე უფალმა თავისი ეკლესიის აშენება ინება, რომელსაც ვერას დააკლებდნენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი. სულიერი ძალა, რომელიც გამომდინარეობდა მოციქულ პეტრესაგან იმდენად ძლიერი იყო, რომ თვით…

მეტი...

“საფრანგეთი ცდილობს, სამხრეთ კავკასია გადააქციოს კონფლიქტების ასპარეზად”- საჰიბა გაფაროვა

“საფრანგეთი სხვადასხვა საბაბით ცდილობს, ჩაერიოს რეგიონულ დინამიკაში, გადააქციოს სამხრეთ კავკასია კონფლიქტების ასპარეზად და ცდილობს საკუთარი სამარცხვინო ნეოკოლონიალური პრაქტიკის გამოყენებას”, – განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ „ბრიქსის“ საპარლამენტო ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას. აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, აზერბაიჯანის მკაცრი და გადამწყვეტი პოზიცია ხელს უშლის ნებისმიერ ასეთ მცდელობას. გაფაროვამ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარების შესაძლებლობასთან ერთად კვლავ იკვეთება ორმაგი სტანდარტები და პროცესში ჩარევის მცდელობები. „ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი აღდგენითი და განახლებით სამუშაოები ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ყოფილი იძულებით გადაადგილებული პირები უკვე ბრუნდებიან წინაპრების სამშობლოში. ამრიგად,…

მეტი...

გოდერძი ჩოხელის სოფელი ზემო ჩოხი  – ფოტორეპორტაჟი

გუდამაყარი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული, მთიანი, უნიკალური და განსაკუთრებული მხარეა. გუდამაყარი და გუდამაყრელები განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი ცხოვრების წესით. აქ ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებულები. სწორედ გუდამაყარში მდებარეობს სოფელი ჩოხი – გოდერძი ჩოხელის სოფელი. ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი, რომლის შემოქმედებაც ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ. ამავე სოფელში გაიხსნა გოდერძი ჩოხელის სახლ მუზეუმიც. ეს არის სოფელი გუდამაყრის (შავი) არაგვის ულამაზეს ხეობაში, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებულად ლამაზია.  აქვე მდებარეობს  ხეობის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი – ქვითკირის სალოცავი. აქ მხოლოდ ძველი ნასოფლარებია შემორჩენილი. ჩოხიდან, ძველი ნასოფლარისკენ მთის…

მეტი...

უკრაინამ და რუმინეთმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ვაშინგტონში, უკრაინისა და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კლაუს იოჰანისმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, რუმინეთი უკრაინას პატრიოტის ტიპის სისტემებს გადასცემს და მისი ტერიტორიის გავლით ყველა საჭირო ტექნიკის სწრაფ ტრანზიტს შეუწყობს ხელს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული შეთანხმება პუნქტებს შავ ზღვასთან დაკავშირებითაც მოიცავს – ირკვევა, რომ რუმინეთი უკრაინას შავი ზღვის განაღმვით სამუშაოებში დაეხმარება და ასევე დახმარებას გაუწევს მას ევროკავშირისა და NATO-ს ინსტრუმენტების საშუალებით. ასევე, რუმინეთი, მოკავშირეებთან ერთად მხარს დაუჭერს F-16 სასწავლო ცენტრს უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად. დოკუმენტში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული…

მეტი...

„ნიდერლანდელმა დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით“- ელჩი

„ნიდერლანდელმა დეპუტატებმა საქართველოში ვიზიტის დროს სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“-  ამის შესახებ, საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. მელინე არაკელიანის განცხადებით, ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, მთავრობის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. “ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაცია რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია და შეხვდა პრეზიდენტს, [და] პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ნიდერლანდელმა დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო ევროკავშირში გაწევრიანება გააჩერა”- წერს არაკელიანი.

მეტი...

სარკინიგზო ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

„ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები განთავსდება“ –„ბიბისი“

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ პირველად, აშშ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გერმანიაში განათავსებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ნატო-ს საიუბილეო სამიტზე იქნა მიღებული. როგორც „ბიბისი“ წერს, გერმანიაში შეერთებული შტატების შეიარაღების განლაგება 2026 წლიდან დაიწყება. გერმანიის და აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებზე და ასევე, ჰიპერბგერით რაკეტებზე. ამ რაკეტების ევროპაში განთავსება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1988 წელს გაფორმებული შეთანმხებით იყო აკრძალული. 2014 წელს აშშ-მა რუსეთი ამ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 2019 წელს ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავიდა, რასაც მოსკოვის ანალოგიური გადაწყვეტილება მოჰყვა. ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა…

მეტი...

„საჭიროა, ძალიან ბევრ ადამიანს ავუხსნათ არა ვის, არამედ როგორ მისცეს ხმა“- ნინო ქათამაძე

„ეს არის სახალხო მოძრაობა. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, არ არის. არ ვიცი, რა ფორმას მიიღებს ეს“- ამბობს მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელმელიც ხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ერთად სამოქალაქო მოძრაობას – „აირჩიე ევროპა“ შეუერთდა. „ეს არის სახალხო მოძრაობა. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, არ არის. არ ვიცი, რა ფორმას მიიღებს ეს. როგორც პროფესიით მუსიკოსი, აქტივისტი ვუერთდები ამ გამოწვევას, რადგან ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა, ძალიან ბევრ ადამიანს ავუხსნათ არა ვის, არამედ როგორ მისცეს ხმა და რაზეა მნიშვნელოვანი ფიქრი იმისთვის, რომ არც ზედმეტი მოლოდინები გვქონდეს და სწორი არჩევანი გაკეთდეს და რაც მნიშვნელოვანია,…

მეტი...

„ჯონ ბასთან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა“ – დარჩიაშვილი

„ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მოტივირებულია, რომ აქტიურად იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები. „მე დღეს მქონდა შესაძლებლობა, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ბასთან მქონოდა შეხვედრა. მასთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონულ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, გულწრფელი საუბარი გამოგვივიდა. ვისაუბრეთ ყველაფერზე და…

მეტი...

მოქალაქემ „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს „მონა“ ეძახა (video)

,,ქართული ოცნების” ქალ დეპუტატებს, მოქალაქემ, ნათია ლეთოდიანმა ,,რუსი მონა”, ,,ბიძინას მონა”, ეძახა. მმართველი პარტიის  დეპუტატებს, მან ასევე ჰკითხა: ,,კარგია რუსეთში ცხოვრება?!” ,,როგორ არიან მასონები”?”. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ნინო წილოსანმა.   „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორია, რომელიც მომივარდა” – ნინო წილოსანი

მეტი...

“ნაცები ამას მალავდნენ-საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს”- პაპუაშვილი

„ნაცები ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიციალურ ქსელში, რითაც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდას ეხმაურება. „საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. ნაცები ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე (ჩუქებას ვინ დაეძებდა)“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მეტი...

“ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ეზრა ზეიას შეხვდა და მასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე “პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა”. “საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული…

მეტი...

„ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში“- საფრანგეთის ელჩი

„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი“ – ამის შესახებ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. ელჩის განმარტებით, დროებით შეჩერებულია პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გრძელდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დახმარება. „27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია,…

მეტი...

„დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორია, რომელიც მომივარდა” – ნინო წილოსანი

“ნათია ლეთოდიანი „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორია, რომელიც მომივარდა, აჯობებს, საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. წილოსანი აღნიშნავს, რომ ნათია ლეთოდიანმა მისგან საკადრისი პასუხი მიიღო. „უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ: „ნინო წილოსანს მონა ეძახეს“. არ გაინტერესებთ, ვინ იაქტიურა ამჯერად? ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ვითომ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, სადაც ვიმყოფებოდი. ის გახლავთ „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი. რა თქმა უნდა, თავისი ბელადი ლაკასგან იცოდა, რომ შეხვედრაზე ვიქნებოდი და…

მეტი...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 41-მა კონგრესმენმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა. „მეგობარი აქტის“ ძირითადი დებულებებია: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი აცხადებს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დასაცავად. ის აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის. დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება – საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ, აქტი მოიცავს მოწოდებას საქართველოს მთავრობის ქმედებებისა და რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირის გაძლიერებული შესწავლისკენ. ანგარიშის წარდგენა…

მეტი...

“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები”- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

“აშშ მყარად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ­ მიზნისკენ პროგრესს გადაახვევინა”- ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია “ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. უზრა ზეიას განცხადებით, ქალ ლიდერებს დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. “ვისაუბრე “ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. აშშ მყარად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ მიზნისკენ პროგრესს გადაახვევინა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია” – წერს ზეია.  

მეტი...

პუტინი „ბრიქსის“ პარლამენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია „ბრიქსის“ პარლამენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან სიტყვით მიმართა „ბრიქსის“ მე-10 საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს. „Ბრიქსს“ ჯერ არ აქვს საკუთარი ინსტიტუციონალიზებული საპარლამენტო სტრუქტურა, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში ეს იდეა აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. პუტინის განცხადებით, წელს ასოციაციის მონაწილეთა რიცხვი ათამდე გაიზარდა და რუსეთი, როგორც თავმჯდომარე, ცდილობს, ახალი წევრების ეფექტურ ინტეგრაციას “ბრიქსის” მექანიზმებში. „ღია დისკუსიები, უშუალო საუბრები ხალხის წარმომადგენლებს შორის სრულად შეესაბამება ჩვენი ორგანიზაციის მსოფლმხედველობის პრინციპებს და ფილოსოფიას. ეს არის ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება, საერთაშორისო ურთიერთობებში დემოკრატიაზე დაყრდნობა, სუვერენიტეტის პატივისცემა, ყველას ინდივიდუალური განვითარების უფლება“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

უკრაინას მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება რუსეთის მონაწილეობით სურს – Bloomberg

უკრაინის ხელისუფლებას სამართლიანი მშვიდობის დამყარების მიზნით მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება სურს, მაგრამ უკვე რუსეთის მონაწილეობით. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კიევს მეორე ფორუმის ჩატარება მიმდინარე წლის ნოემბრამდე, ანუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურს. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის გამარჯვების შიშით არის ნაკარნახევი. მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პირველი ასეთი ღონისძიება ივნისში შვეიცარიაში 90 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა. Bloomberg-ის ცნობით, მაშინ რუსეთი ფორუმში არ მონაწილეობდა. ზოგმა ქვეყანამ დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა, ხოლო კიევის მცდელობა გლობალური სამხრეთის ქვეყნები გადაებირებინა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ზოგმა ქვეყანამ კომუნიკეს ხელი არ მოაწერა.

მეტი...

ისრაელი და „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა და ზავის შეთანხმების „ჩარჩოზე“ შეთანხმდნენ

ისრაელი და „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა, ზავის შეთანხმების „ჩარჩოზე“ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ მისი განხორციელების დეტალებზე. „ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, შეთანხმების მეორე ეტაპზე მთავარი ნაბიჯი იყო ორივე მხარის თანხმობის მიღწევა, რომ ღაზის „დროებითი მმართველობა“ პალესტინის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა განახორციელონ. ამ გეგმით, ღაზის სექტორის მართვაში არც „ჰამასი“ და არც ისრაელი არ მიიღებენ მონაწილეობას. გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩარჩო არსებობს, საბოლოო შეთანხმება, სავარაუდოდ, გარდაუვალი არ არის და ყველა დეტალის გარკვევას დრო დასჭირდება. „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, დაბრკოლება იყო მეორე ფაზაზე გადასვლა, სადაც „ჰამასი“ გაათავისუფლებს მამრობითი სქესის ჯარისკაცებს, რომლებიც რჩებიან მძევლებად და ორივე მხარე…

მეტი...

რატი იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამნისტია არ შეეხება

,,იმ პირებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, ამნისტიის არც ერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომელიც მას კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანება. ,,ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, რაც გირგვლიანის საქმეზე ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა სტრასბურგის სასამართლომ, ასეთ მასშტაბურ კრიმინალებს, რა თქმა უნდა, ამნისტიის არც ერთი პროექტი არასდროს უნდა…

მეტი...

,,100 დღეში, მე მგონი, გავიგებთ ხალხის ძალიან ხმამაღალ ხმას და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს” – პრეზიდენტი

,,საზოგადოებამ თავისი საწყისი სიტყვა თქვა, 100 დღეში, მე მგონი, გავიგებთ ძალიან ხმამაღალ სიტყვას და ხმას საზოგადოების, ხალხის, საქართველოსი და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს”, – სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება სამოქალაქო ორგანიზაცია ,,აირჩიე ევროპას” პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. იქამდე კი პრეზიდენტი ღონისძიებაზეც გამოვიდა სიტყვით და ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს ევროპული გზა გაყინა და უზურპაცია გაუკეთა.

მეტი...

,,კარგია რუსეთში ცხოვრება?! როგორ არიან მასონები?!” – მოქალაქეები წილოსანს და ლაშხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან შეხვედრიდან გამოსულ ,,ქართული ოცნების” ქალ დეპუტატებს პროტესტით დახვდნენ. ,,რუსი მონა”, ,,ბიძინას მონა”, ,,კარგია რუსეთში ცხოვრება?!” ,,როგორ არიან მასონები”?”, – ასე მიმართა ნათია ლეთოდიანმა ნინო წილოსანს, მაკა ბოჭორიშვილსა და მარიამ ლაშხს, როდესაც ისინი კომენტარებს აკეთებდნენ. ეზრა ზეია ,,ოცნების” წარმომადგენლებს თბილისი მერიოტში შეხვდა. ამჟამად ამერიკელი მაღალჩინოსანი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს. იქამდე კი პირველი შეხვედრა აშშ-ის საელჩოში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შედგა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეზრა ზეია თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის მოინახულებს შიდა ქართლში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ საოკუპაციო ზოლსაც.

მეტი...

სასამართლომ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ მუქარაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”, – ნათქვამია განცხადებაში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში – დამტვრეულია რამდენიმე მანქანა

ვარკეთილში მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მანქანას მეორე მანქანა შეეჯახა, რამაც ინერციით სხვა შეჯახებაც გამოიწვია. შედეგად, რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი დაიმტვრა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...