უკრაინამ და რუმინეთმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ვაშინგტონში, უკრაინისა და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კლაუს იოჰანისმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, რუმინეთი უკრაინას პატრიოტის ტიპის სისტემებს გადასცემს და მისი ტერიტორიის გავლით ყველა საჭირო ტექნიკის სწრაფ ტრანზიტს შეუწყობს ხელს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული შეთანხმება პუნქტებს შავ ზღვასთან დაკავშირებითაც მოიცავს – ირკვევა, რომ რუმინეთი უკრაინას შავი ზღვის განაღმვით სამუშაოებში დაეხმარება და ასევე დახმარებას გაუწევს მას ევროკავშირისა და NATO-ს ინსტრუმენტების საშუალებით. ასევე, რუმინეთი, მოკავშირეებთან ერთად მხარს დაუჭერს F-16 სასწავლო ცენტრს უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად.

დოკუმენტში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული განაღმვის, სანქციების, უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის საკითხებზეცაა საუბარი.

მსგავსი თემები